დიმიტრი შალიკაშვილის „საქართველოს წარმომადგენლობა თურქეთში 1921 წელს“, როგორც მემუარული ჟანრის ტექსტი

ავტორები

  • ნესტან კუტივაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0001-8419-6976

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.14

საკვანძო სიტყვები:

ქართული ემიგრაცია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ქემალისტური თურქეთი

ანოტაცია

დიმიტრი შალიკაშვილი XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი საყურადღებო წარმომადგენელია. საქართველოს სამხედრო ატაშეს საგულისხმო მემკვიდრეობა დარჩა, რომელიც მოიცავს დღიურებს, მოგონებებსა და ემიგრანტულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს. ეს ტექსტები ქართველ ემიგრანტთა მიერ დატოვებული ღირებული კულტურული მემკვიდრეობაა. ამ მხრივ არც დიმიტრი შალიკაშვილის ტექსტებია გამონაკლისი. ასეთი ოპუსები ყოველთვის გამოირჩევა როგორც ისტორიული ვითარების ცხოველმყოფელი აღწერით, ისე წარსულ კულტურულ თუ საზოგადოებრივ პროცესთან ემოციური კავშირით.
როგორც ცნობილია, 1921 წელს ანაკარაში, მაშინდელ ანგორაში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) წარმომადგენლობა იმყოფებოდა თურქეთის ქემალისტურ ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად. დიმიტრი შალიკაშვილის ჩანაწერებში სწორედ ამ მისიის შესახებაა მოთხრობილი.
დ. შალიკაშვილის დღიურებს არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გააჩნია. ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების მისწრაფებები, არეკლილია საქართველო-თურქეთის მაშინდელი ურთიერთობები, ცოცხლადაა შემონახული XX საუკუნის დასაწყისის თურქეთის კულტურულ-საზოგადოებრივი რეალიები, ასახულია ბოლშევიკების მიმართ დამოკიდებულება თურქეთში.
დიმიტრი შალიკაშვილის დღიურები წარმოადგენს მრავალმხრივ საგულისხმო ტექსტს. ის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის განუყოფელი ნაწილია ავტორისა თუ სხვა პერსონაჟების თავგადასავლით. ის არაჩვეულებრივად აღადგენს XX საუკუნის დასაწყისის საერთაშორისო ატმოსფეროს, პატარა მებრძოლი ქვეყნის საბედისწერო დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოთა ინტერესებზე. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც მემუარული ჟანრის ნაწარმოები, რომელიც ავლენს ავტორის სტილისათვის დამახასიათებელ არაერთ მარკერს – ოსტატურად დახატული ისტორიულ პირთა პორტრეტები, გამოკვეთილი პიროვნული შტრიხები და სხვ. სტუმარმასპინძლობის, გარემოს, ჩაცმულობისა თუ სხვა დეტალების ფიქსირებით; ასევე, ნიშანდობლივი წიაღსვლებით ტექსტი საყურადღებოა კულტუროლოგიული თვალსაზრით და კარგად წარმოაჩენს დიმიტრი შალიკაშვილის ფართო თვალსაწიერსა და მასშტაბურ აზროვნებას, რის გამოც „საქართველოს წარმომადგენლობა თურქეთში 1921 წელს“ ქართული ემიგრანტული ლიტერატურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი საგულისხმო ნიმუშია

წყაროები

Daushvili 2024: Daushvili R., The Georgian Emigrants in the USA. Tbilisi, 2014.

Mdivani 2025: Budu (Polycarp) Mdivani. Last accessed: 20.08.2025. https://society.iliauni.edu.ge/persons/764-budu-polikarpe-gurgenis-giorgis-dze-mdivani.

Mdivani 2025a: Polycarp (Budu) Mdivani. Last accessed: 20.08.2025. http://www.damoukidebloba.ge/c/news/Stalin_Lists_September_1937.

39

Sharadze 1993: Sharadze History of Georgian Journalism, Volume, IV, Publishing House: “Metsniereba”, Tbilisi, 2003.

Sharadze 1993: Sharadze G., Under Foreign Skies, Book Three. Publishing House “Merani“, Tbilisi, 1993.

Shalikashvili 1973: Shalikashvili D., Georgian Delegation to Turkey in 1921. Journal "Kavkasioni", XVI-XVII, 1972/73.

Shalikashvili 1951: Shalikashvili D., Georgian Delegation to Turkey in 1921. collection "Mamuli", №4, 1951.

Shalikashvili 1953: Shalikashvili D., Georgian Delegation to Turkey in 1921. collection "Mamuli", №6, 1951.

Shalikashvili 1920-1960: Dimitri Shalikashvili writings, 1920-1960. Last accessed: 20.08.2025. https://oac.cdlib.org/findaid/ark:%2F13030%2Ftf229001v5).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

კუტივაძე ნ. (2026). დიმიტრი შალიკაშვილის „საქართველოს წარმომადგენლობა თურქეთში 1921 წელს“, როგორც მემუარული ჟანრის ტექსტი. ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 160-174. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.14

მსგავსი სტატიები

1-10 — 131

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.