ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის ახალი ასორტიმენტი არატრადიციული მცენარეული ნედლეულის გამოყენებით

ავტორები

  • ირმა ბერულავა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • მარიამ ძოწენიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.04

საკვანძო სიტყვები:

რუკოლა, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები

ანოტაცია

სტატიაში ნაჩვენებია ნატურალური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი  არატრადიციული მცენარეული ნედლეულის - რუკოლას (Eruca sativa) გამოყენებით საკვები დანამატის და პროდუქტების მიღების შესაძლებლობა.  დადგენილია, რომ რუკოლას კალორიულობა 60%-ით ნაკლებია სხვა ბოსტნეულთან შედარებით,  მასში ვიტამინებიდან ყველაზე მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი ასკორბინის მჟავა - 60მგ, ვიტამინი K -108,6 მკგ, ვიტამინი  A -119მკგ, ვიტამინი  B9 – 40მკგ. მინერალური ნივთიერებიდან კი კალციუმი -160მგ, კალიუმი 370მგ,  ფოსფორი-65მგ. შემუშავებულია რუკოლას საკვები დანამატის და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის ახალი ასორტიმენტის - კექსისა და ტორტის ბისკვიტის ტექნოლოგია. განსაზღვრულია მათი ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები. ნაჩვენებია, რომ კექსსა და ტორტის ბისკვიტში  ტენის მასური წილი შეადგენს შესაბამისად 32%, 37%; ტუტიანობა - 1,8 გრად., 1,2 გრად., გაჯირჯვების უნარი კი - 200%, 175%, რაც შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. განსაზღვრულია ასევე ახალი პროდუქტების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც არის ნორმის ფარგლებში. ნაჩვენებია, რომ რუკოლას საკვები დანამატის გამოყენებით იზრდება ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის შენახვის ხანგრძლივობა.

წყაროები

ძოწენიძე, მარიამ. 2023. რუკოლას (Eruca sativa Mill) კვლევა და გამოყენება სასურსათო ტექნოლოგიებში. სამაგისტრო ნაშრომი სასურსათო ტექნოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Dube, P. 2022. „The Science-Backed Benefits of Superfood Arugula“. June 29, 2022.

Benton, E. 2022. Arugula Nutrition Facts and Health Benefits. Medically reviewed Kumar, S., Boddu, R., 2022. „Cruciferous vegetables: a mine of phytonutrients for functional and nutraceutical enrichment“. in Current Advances for Development of Functional Foods Modulating Inflammation and Oxidative Stress.

Koubaa, M., Driss, D., Bouaziz, F., Ellouz Ghorbel ,R., Ellouz Chaabouni, S. 2020. Antioxidant and antimicrobial activities of solvent extract obtained from rocket (Eruca sativa L.) flowers. National School of Engineering. P.O. Box1173-3038.

by Barbie Cervoni MS, RD, CDCES, CDN.

Matev, G., Dimitrova, P., Petkova, N., Ivanov, I., Mihaylova, D. 2018. „ANTIOXIDANT ACTIVITY AND MINERAL CONTENT OF ROCKET (ERUCA SATIVA) PLANT FROM ITALIAN AND BULGARIAN ORIGINS“. Journal of microbiology, Biotechnology and food sciences. doi: 10.15414/jmbfs. #8 (2), 2018: 756-759.

Pasini, F., Verardo, V., Caboni, MF. 2012. „Determination of glucosinolates and phenolic compounds in rocket salad by HPLC-DAD–MS: Evaluation of Eruca sativa Mill. and Diplotaxis tenuifolia L. genetic resources“. Food Chem. 133(3), 2012: 1025–33.

Shubha, K., Mukherjee, A., Tamta, M., Kumar Koley, T. 2019. „Arugula (Eruca vesicaria subsp. sativa (Miller) Thell.): A healthy leafy vegetable“. AGRICULTURE & FOOD: ISSN: 2581-8317; Volume 1. Issue 11, 2019.

Settaluri, S., Al-Mamari, Kh., Al-Balushi S. 2015. „Review of Biochemical and Nutritional Constituents in Different Green Leafy Vegetables“. Food and Nutrition Sciences. Vol.06 No.09, 2015: 4.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-02

გამოცემა

სექცია

სურსათმცოდნეობა

როგორ უნდა ციტირება

ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის ახალი ასორტიმენტი არატრადიციული მცენარეული ნედლეულის გამოყენებით . (2024). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(23), 37-52. https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.04

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.