Vitis labrusca (Fox Grape)-ს ოჯახის ფერადი ყურძნის „ზეიბელ 5455“-ის წიპწის ზეთის კარბონმჟავების რთული ეთერები
საკვანძო სიტყვები:
ექსტრაქტები, კარბონმჟავები, სუპერფლუიდური ექსტრაქცია, ღვინო, ყურძენი, წიპწა, რთული ეთერებიანოტაცია
მცენარეული ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ექსტრაქციას უხსოვარი დროიდან მიმართავდნენ მედეას სამშობლოში. დროთა განმავლობაში კი მოხდა ექსტრაქციის მეთოდებისა და მეთოდოლოგიის დახვეწა. სუპერფლუიდური ექსტრაქციის მეთოდი კი ერთერთი ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდია. ჩვენ მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორიაში, პროფესორ ალეკო კალანდიას ხელმძღვანელობით Vitis labrusca (Fox Grape)-ს ოჯახის ფერადი ყურძნის „ზეიბელ 5455“-ის არაფერმენტირებული წიპწიდან სუპერფლუიდური ექსტრაქციით (ექსტრაქციის პროცესში კოსოლვენტად გამოყენებული იყო მეთილის სპირტი 20%-ის ფარგლებში) მიღებული იქნა მცენარეული ზეთი და გამოკვლეულ იქნა მასში შემავალი მაღალი რიგის კარბონმჟავებისა და მათი ეთერების თვისობრივი და რაოდენობრივი შედგენილობა. ქრომატოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიბრიდული ყურძნის (ზეიბელ-5455) წიპწიდან მიღებული ზეთი შეიცავს ხუთ დომინანტ კარბონმჟავას: - Palmitic acid methyl ester (C16:0) 8.407 %, Linoleic acid methyl ester (C18:2n6c) 66.801 %, Oleic acid methyl ester (C18:1n9c) 19.779 %, Elaidic acid methyl ester (C18:1n9t) 0.656 %, Stearic acid methyl ester (C18:0) 3.451 %. სხვა კარბონმჟავები ძალიან მცირე ოდენობითაა წარმოდგენილი ჩვენ მიერ კვლევისათვის შერჩეული ფერადი ყურძნის წიპწის სუპერფლუიდურ ექსტრაქტებში. Vitis labrusca (Fox Grape)-ს ოჯახის ფერადი ყურძნის „ზეიბელ 5455“-ის (რომელიც კულტივირებულია ბაღდათის მევენახეობა-მეღვინეობის მიკროზონაში) წიპწის ზეთის კარბონმჟავების რთული ეთერებიკვლევის ქრომატოგრაფიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყურძნის წიპწიდან მიღებულ მცენარეულ ცხიმში (ზეთში) დომინანტ ნაერთს წარმოადგენს ლინოლეინის მჟავა, რომელსაც უჭირავს საკვლევ ნიმუშში არსებული ცხიმმჟავების საერთო ფართობის 66,801%.
წყაროები
დურმიშიძე, ს., ხაჩიძე, ო. 1979. ყურძნის ქიმიური შედგენილობა. „მეცნიერება“, თბილისი.
ნავარი, კოლეტ, ფრანსუაზ, ლანგლადი. 2004. ენოლოგია. „დიოგენე“, თბილისი.
ღვინიანიძე, თ. 2023. ღვინო - ტექნოლოგია და ტექნოქიმიური კონტროლი. აწსუ, ქუთაისი.
ჩიქოვანი, პ., კალანდია, ა., ღვინიანიძე თ. 2022. წიპწის თხევადი ბიოფლავანოიდური კონცენტრატები. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, N1(19), 2022: 8-17.
Kishkovsky, E.N., Skurikhin, I. M. 1976.Chemistry of Wine. Food industry, Moscow (Ru).
Fatty Acids. Their Chemistry, Properties, Production and Uses. 1960. New York: Interscience, 1960, vol. 1–4.
Material karbonovye kisloty. 2023. მოძიებულია 15.09.2023. ელექტრონული რესურსი: https://rosuchebnik.ru/material/karbonovye-kisloty
Фрейдлин, Г.Н. 1978. Алифатические дикарбоновые кислоты. М., Химия
Тутурин, Н. Н. 1890-1907. Этерификация // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). СПб., 1890-1907.