ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისა და მკვლელობის რეცეფციის თავისებურებები გურამ ბათიაშვილის პიესაში „მობრუნებული ქართველები“

ავტორები

  • ნესტან კუტივაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.15

საკვანძო სიტყვები:

დრამატურგია, მხატვრული რეპრეზენტაცია, რეფლექსია

ანოტაცია

გურამ ბათიაშვილი სამწერლო ასპარეზზე XX საუკუნის 60-იანი წლებში გამოდის, როდესაც   მრავალი საგულისხმო ტენდენცია ვითარდება ქართულ ლიტერატურაში და უაღრესად   შთამბეჭდავი ტექსტები იქმნება თითქმის ყველა ჟანრში. პუბლიცისტმა, პროზაიკოსმა და დრამატურგმა მის მიერ ასახულ პრობლემათა თუ ქართულ–ებრაული ურთიეთობების  მხატვრული ინტერპრეტაციით, გადაწყვეტის ორიგინალურობით, უშუალობით იმთავითვე მიიქცია ყურადღება. ამ მხრივ,  უნდა აღინიშნოს როგორც რომანები, ისე  დრამატურგიული ნაწარმოებები, გამონაკლისს არ წარმოადგენს არც პიესა „მობრუნებული ქართველები“, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს ასახავს. გამორჩეული მოაზროვნის მხატვრული განსახოვნება ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებით საგულისხმო აღმოჩნდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში, რასაც ხელი შეუწყო XX საუკუნის ბოლოს  მომხდარმა ისტორიულმა ცვლილებებმა. მართალია, „საუკუნის მკვლელობა“ უკვე საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, მაგრამ  არ იცვლება ემოციური დამოკიდებულება ილიას ტრაგიკული აღსასრულის მიმართ. მხატვრული რეპრეზენტირება ხელს უწყობს ილიას მოღვაწეობის  სიღრმისეულ გააზრებასა და  ჭეშმარიტი ღირებულებების არსში წვდომას, რაც დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ მუდმივ პროცესში მონაწილეობენ თანამედროვე ქართველი ავტორები, რომელთა შორისაა გურამ ბათიაშვილი.

წყაროები

ბათიაშვილი, გ. 2013. რჩეული თხზულებები. ტომი III, დრამატურგია. თბილისი: საარი.

გურული, ვ. 2008. ჯვარცმული და ჯვარმცმელები. თბილისი. მოძიებულია 15.05.2024. https://sangu.ge/images/vguruli/29geo.pdf

გურული, ვ. (2014). ილია. თბილისი: არტანუჯი.

ნიკოლეიშვილი, ა. 2008. ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურული და პუბლიცისტურ-ჟურნალისტური მოღვაწეობის ისტორიიდან, II. ქუთაისი: აწსუ გამომცემლობა.

შველიძე, დ. 2013–2014. „რატომ მოკლეს ილია ჭავჭავაძე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. VIII. 2013–2014.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-02

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

როგორ უნდა ციტირება

ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისა და მკვლელობის რეცეფციის თავისებურებები გურამ ბათიაშვილის პიესაში „მობრუნებული ქართველები“. (2024). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(23), 174-186. https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.15