ლექსიკური მიდგომა - ინგლისური ენის შემსწავლელთათვის ლექსიკის სწავლების ტექნიკები და მათი ინტეგრირება განსხვავებულ გაკვეთილების სტრუქტურაში
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2025.1.25.05საკვანძო სიტყვები:
ფუნქციური ენა, მნიშვნელობის ამოცნობა, წვდომა-გაგება, ხმოვანი მინიშნებაანოტაცია
ლექსიკის სწავლება ენის შემსწავლელთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია ნებისმიერი ენის შესწავლის დროს. ლექსიკის შესწავლის მრავალი ენობრივი პრაქტიკა არსებობს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად ფუნქციონირებენ თანამდეროვე სასწავლო პროცესში. მიმდიანრე ეტაპზე არსებულ მიდგომებთან ერთად გვსურს შემოგთავაზოთ ინგლისური ლექსიკის სწავლების ერთ ფოკუსში მოქცეული სტრუქტურა რომელიც, პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაბამის შედეგს მოგვცემს ინგლისურ ენის შემსწავლელებში ლექსიკური მრალაფეროვნების მისაღწევად. როგორც ავღნიშნეთ, ლექსიკის სწავლება ერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეული საკითხია უცხო ენის შესწავლის დროს, შესაბამისად, ჩვენს მიზანს წარმოადგენს შევასწავლოთ იგი მსურველს ისე, რომ საკომუნიკაციო საშუალება მაქსიმალურად ახლოს იყოს ენის ძირითად საფუძვლებთან, ჟღერდეს ბუნებრივად და თანმიმდევრულად. შესაბამისი ენის ფუნქციური სტრუქტურების გამოყენება მოსაუბრეს საშუალებას მისცმს თავისუფლად ჩაერთოს კომუმნიკაციაში უცხო ენის მფლობელთან, ზუსტად და გასაგებად გადმოსაცეს აზრი და ადეკვატურად იქნეს გაგებული მსენელის მიერ. წარმოდგენილი სტატიაში დეტალურადაა გაწერილი საფეხურები, რომელთა გავლაც ინგლისური ენის შემსწავლელს გაუიოლებს უცხო ენის ლექსიკის ათვისება/დამახსოვრებას ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, პედაგოგს მისცემს საშუალებას მარტივად მიაწოდოს სტუდენტს ახალი შესასწავლი ლექსიკა, სტატიაში წარმოდგენილი ლექსიკის შესასწავლი ტექნიკები დეხმარება ენის შემსწავლელს ზუსტად ჩაწვდეს ახალი სიტყვის მნიშვნელობას, გაიაზროს და გაითავისოს იგი. სტატიაში შემოთავაზებულია უცხო ენის შესწავლის მეთოდების კლასიფიცია, რაც ასევე საშულებას გვაძლევს მოსწავლეს მივაწოდოთ ახალი ლექსიკა თვითჩართულობისა და თვითშემეცნების გზით. შემოთავაზებული სწავლების მეთოდოლოგია საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ჩაერთონ სასწავლო პროცესში, აღიქვან იგი, როგორც საინტერესო, გამოწვევებით სავსე მასტიმულირებელ აქტვობათა ერთობლიობა. პედაგოგები კი წარმოდეგნილი მეთოდლოგიის საფუველზე აღწევენ მიზანს: ენის შემსწავლელები საუბრობენ გამართულად, ახლოს შესასწავლი ენის საბაზისო ერთულებთან და მათი მეტყველება არ განხსვავდება ენის მფლობელის მეტყველებისაგნ.
წყაროები
Dewey, J. 1897. “My pedagogical creed”, school journal, vol.54, 77.
Fisher, D., & Frey, N. 2008. Word wise and content rich: Five essential steps to teaching academic vocabulary. Portsmouth, NH: Heinemann. 2008, 14-122.
Vargo, Mari, & Laurie, Blass. 2018. PATHWAYS: Reading, Writing, and Critical Thinking, National Geographic Learning, Second Edition. 2018, 48-105.
Schmidt, N. 2000. “Key concepts in ELT: Lexical chunks.” ELT Journal 54 (4), 2000, 400-401.
Webb Koran, Stuart. 2007. Reading in a Foreign Language, “The effects of synonymy on second-language vocabulary learning”, volume 19, 2007, 2-7, 120-136.
Wilkins, David A. 1972 Linguistics in Language Teaching. Cambridge, MA: MIT Press.
Workman, G. 2006. Concept Questions and Time lines. Chadburn Publishing.