შეღებილი ბამბის ქსოვილების შუქმედეგობაზე ფენოლური ნაერთებისა და სტაბილური რადიკალების ზეგავლენის კვლევა
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2024.2.24.14საკვანძო სიტყვები:
ფოტოქიმიური გარდაქმნები, ულტრაიისფერი გამოსხივება, თავისუფალი რადიკალები, შუქსტაბილიზაციის ეფექტიანოტაცია
შეღებილი და დაჩითული ტექსტილის ექსპლუატაციის ხარგრძლივობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრულია მედეგობით სინათლის სხივების მიმართ. ამ პრობლემის განხილვისას მნიშვნელოვანია სისტემის: პოლიმერი-საღებარი-დანამატები ყველა კომპონენტის შუქმედეგობის ანალიზი. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საღებარზე, როგორც ფოტოსტაბილურობის რესურსის მალიმიტერებელ ელემენტზე. სისტემის ფოტოქიმიური გარდაქმნები იწყება სინათლის კვანტის შთანთქმის შედეგად. სისტემაში შემავალი საღებრის მოლეკულა ინტენსიურად შთანთქავს სპექტრის ულტრაიისფერ (უი) და ხილულ უბნებს, საიდანაც უი უბანი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მოლეკულის ფოტოდესტრუქციის პროცესზე. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს უი სინათლის სხივის ფოტონების ენერგიისა და საღებრის მოლეკულაში კოვალენტური ბმის ფოტოიონიზაციის ენერგიებს თანაზომადი სიდიდე. ასეთ შემთხვევაში საღებრის მოლეკულის ფოტოდესტრუქცია მიმდინარეობს სტაბილური შუალედური პროდუქტების წარმოქმის გარეშე და მისი თავიდან აცილება ძნელია. დადგენილია, რომ მოდელურ სისტემებში შესაძლებელია ფოტოდესტრუქციის პროცესის შეყოვნება უი გამოსხივების ქიმიური ეკრანირების გზით, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა დანამატების პოლიმერულ მატრიცაში შეტანასა და სისტემის შუქმედეგობის გაზრდასთან.
წყაროები
Vig, A. H.J., Nagy. P., Aranyosi. K.,Sirbiladze. I., Rusznak. P., Sallay. 2007. “The light stability of azo dyes and dyeings V. The impact of the atmosphere on the light stability of dyeings with heterobifunctional reactive azo dyes.” Dyes and Pigments. V.72 , №1.London, 2007: 16-22.
Sirbiladze, K. I.,Rusznak. A.,Vig. 2003. “The impact of UV irradiation on the radical iniatiating capacity of dissolved dyes.” Radiation Physics and Chemistry. v.67. №3-4. 2003
Sirbiladze, Konstantine. Andras, Vig. Tamara, Sirbiladze. Istvan, Rusznak. 2015. “Synthesis of New Reactive Monoazo Dyes extended by Studies of Photodestruction Mechanism and Light Stabilization.” 16th Blue Danube Symposium on Heterocyclic Chemistry, Balatonalmadi, Hungary. June 14-17, 2015.