მშვიდობა და ჰორაციუსის ოდების მუსიკალური არქიტექტურის მეტატექსტუალური ანალიზი (,,ფილისს“, საიუბილეო ჰიმნი ანუ ჰიმნი საუკუნო“)
საკვანძო სიტყვები:
ჰორაციუს, არქიტექტურა, ოდა, ანალიზიანოტაცია
შესწავლილი მასალის ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰორაციუსის ოდებში გვხვდება სტროფების რიტმული მრავალფეროვნება, რომელიც მას შემდეგ აღარ განმეორებულა. იგი იყენებს თავისუფალ რიტმს, რომელიც საშუალებას აძლევს შემსრულებელს, მისი კითხვისას, სრულიად გათავისუფლდეს ყოველგვარი მუსიკალურ-პოეტური საზომისაგან. შედეგად, წინადადებაში ხდება სიტყვების თავისუფალი განლაგება. მუსიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჰორაციუსის ოდებში. მისი ლექსის რიტმი არ არის გაჯერებული ერთი და იმავე მუსიკალური თემებით, რაც, უდავოდ, მასზე, როგორც მაღალ პროფესიულ კომპოზიტორზე მეტყველებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჰორაციუსმა თავის ოდებში გამოიყენა 100-ზე მეტი მუსიკალური ტერმინი და მათი განმარტებები. ყველა ოდაში ადამიანის გრძნობებსა და ქმედებებს თან ახლავს მუსიკალური ინსტრუმენტის ხმა და ხასიათი, რომელიც შეესაბამება სიმფონიის პრინციპებს. ვფიქრობთ, პოეტმა მუსიკა ლირიკულ რიტმს დაუმორჩილა და ამით სრულიად ახალი ჟანრი მიიღო, რომელიც შემდგომ ხელოვნების მრავალი დარგის საფუძველი გახდა.
წყაროები
გაგუა, ი. 2006. ომი და მშვიდობა რომაულ პოეზიაში. თბილისი: ლოგოსი.
გორდეზიანი, რ., ტონია, ნ. 2005. ანტიკური ლიტერატურის ისტორია. თბილისი: ლოგოსი.
იმნაძე, მ. 1988. ჰორაციუსი, ოდები.თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.
რომაული პოეზია. 2013. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
ჰორაციუსი. 1988. ოდები. თარგმნა იამზე გაგუამ. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
Bartter, S., 2022. Music as Gloss in Newly Discovered Notations for Horace’s Odes. Oxford academic, The Musical Quarterly.
Qiontus Horatius Flaccus, Sermonum liber primus. 2011. London.
Lèfevre, E. 1988. ,,Die unausgusteischenZüge der augusteischenLiteratur“ (Saeculum Augustum II), Darmstadt.
Lyons, S. 2007. ,, Horace’s Odes and the Mystery of Do –Re- Mi.“ Oxford: Aris &Pillips 244 pages: illustrations, music.
Meineke, A. 2022. ,,Singing Horace in antiquity and the early middle ages,” 23 february, Published online by Cambridge University press.
Бондарева, Е., А., Гуляк, А. 2002. Числовая символика мифа. Киев.
Гаспаров, М. 1997. Избранные труды. Т.1 "О поэтах ", С.49 – 80.
Лосев, А. 2000. ,,История античной эстетики. Гомер и гесиод.“ Число и континуум.
Xaлизeв, B.E. 1999. Teopия литepaтypы. Teкcтoлoгия.