წერით მასალაზე მუშაობის მეცნიერული კრიტერიუმები ( თამაზ ჭილაძის - ,,სარკე ბრმებისთვის“)
DOI:
https://doi.org/10.52340/t8am8n71საკვანძო სიტყვები:
წერის ტრანსფერული უნარი, მეცნიერული კრიტერიუმები, ენობრივი სურათები, იმაგო, ტექსტის სადისკუსიო მხარეანოტაცია
საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართვა კონკრეტულ სფეროში წარმატებული კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელ ჩვევებს და უნარებს, პრობლემის საკუთარ და ორიგინალურ ხედვას გულისხმობს. ეს, პირველ რიგში, აკადემიური წერის ტრანსფერულ უნარს ეხება. როგორც აკადემიური წერის სპეციალისტები აღნიშნავენ, არ არსებობს წერის ერთადერთი სწორი გზა და მეთოდი, შეხედულებები და გემოვნება არსებითად განსაზღვრავს და წარმართავს წერის პროცესს, თუმცა მაინც არსებობს ნაშრომის შექმნის გარკვეული ეტაპები და ტექსტზე მუშაობის მეცნიერული კრიტერიუმები, რაც, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ტექსტის სწორად აღქმისა და გააზრების თვალსაზრისით. სტატიაში, მხატვრული ტექსტის, კერძოდ, თამაზ ჭილაძის მცირე ზომის პიესის ,,სარკე ბრმებისთვის“ მაგალითზე, ყურადღება გამახვილებულია წერით მასალაზე მუშაობის რამდენიმე მნიშვნელოვან მეცნიერულ კრიტერიუმზე, კერძოდ: ტექსტის გამოხატვის ფორმებზე, ეპიზოდის აღწერისთვის მოვლენების, საგნების, ნივთების, ცხოველების, ადამიანების გამოყენებასა და მათ მიზნობრიობაზე, თხრობის სტრუქტურაზე, ტექსტის სადისკუსიო მხარესა და ენობრივი სურთების აღწერაზე, რაც, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს წინამდებარე ნაშრომის კვლევის საგანს.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
ბათიაშვილი გურამ. 1982. თამაზ ჭილაძის პიესები. ჟურნალი ,,მნათობი“, თბილისი: N9,1982: 146-155.
ეკო უმბერტო. 2014. როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი. მთარგმნელი სალომე კენჭოშვილი, თბილისი: გამომცემლობა არეტე.
მაჭავარიანი ნინო. 2001. სპექტაკლი ,,თვითგაცოცხლების“ აქტია. ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება“, თბილისი. N3, 2001: 49-55.
პაჭკორია ოტია. 1962. ,,შუადღის“ ილუზიები, ჟურნალი ,,ცისკარი“, თბილისი: N12, 1962: 128-140.
ჭილაძე თამაზ. 2014. ჩემი თეატრი, თბილისი: გამომცემლობა ,,ინტელექტი“. ჭილაძე თამაზ. 2016. სასიცოცხლო სივრცე (ინტერვიუების კრებული). თბილისი: გამომცემლობა ,,ინტელექტი“.
Theisen Manuel Rene. 2011. Wissenschaftliches Arbeiten, Technik - Methodik – Form, München:Verlag Vahlen, Franz, aktualisierte und ergänzte Auflage.



