ზოგი საქორწინო ტრადიციისათვის მეგრულ-ლაზურში (ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

ავტორები

  • იოსებ შენგელია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ავტორი https://orcid.org/0009-0008-5266-0752
  • ნანა აბულაძე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ავტორი https://orcid.org/0009-0009-2419-0770

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.25

საკვანძო სიტყვები:

ლაზური ფოლკლორი, მეგრული ფოლკლორი, საქორწინო ტრადიციები

ანოტაცია

ქორწინების ინსტიტუტმა და მასთან დაკავშირებულმა წეს-ჩვეულებებმა განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო. ქორწინება, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის საზოგადოებრივი ყოფიერებით ისტორიულად შეპირობებული ურთიერთობა იყო, საზოგადოების კვალდაკვალ იცვლებოდა და ვითარდებოდა. ხალხური შემოქმედება ერის კულტურის, მისი ძირძველობის წარმომჩენი ფენომენია; მასში თავმოყრილია ეროვნული მსოფლგანცდის თავისთავადობის გამომხატველი ფაქტობრივი მასალა.
წეს-ჩვეულების განხილვას ამ ნაშრომში დამხმარე ფუნქცია აქვს, ჩვენ მას იმ შემთხვევაში მივმართავთ, როცა ამგვარი ანალიზი შუქს ჰფენს ფოლკლორული ძეგლის ბუნებას, მაშასადამე, ნაწარმოების გაგებაში გვეხმარება. ფოლკლორისტის ეთნოგრაფიული დაკვირვებანი ყოველთვის ზეპირსიტყვიერების ტრადიციულობით არის განსაზღრული.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ლაზურ და მეგრულ საქორწინო ტრადიციებს, გამოვავლენთ მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებას. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქორწილო ფოლკლორზე.
საყურადღებოა, რომ ფოლკლორი ხალხის თავისებური ისტორიაცაა. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს ზეპირსიტყვიერი ნიმუშების კვლევას, რომლებიც თავის მხრივ აცოცხლებენ და ასულდგმულებენ ხალხურ წეს-ჩვეულებებს.
ლაზურ და მეგრულ საქორწინო ტრადიციებში ბევრი საერთო ნიშანი იკვეთება, რაც სრულიად ბუნებრივია. ვინაიდან ლაზები და მეგრელები ერთი, ქართული ეთნოსის ნაწილებს წარმოადგენენ. ზოგიერთ ტრადიციას შორის განსხვავება გამოწვეულია რელიგიური ფაქტორით, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურებთან მჭიდრო კავშირით და სხვა გარემოებებით.

წყაროები

Abakelia 1999: Abakelia N., Wedding Customs in Samegrelo, Samegrelo, Colchis, Odishi. Tbilisi–Zugdidi, 1999. Abuladze 2017: Abuladze N., Mingrelian Oral Wedding Tradition (Dissertation). Tbilisi, 2017.

Akhalaia... 2015: Akhalaia N., Batsashi Ts., Lortkipanidze G., Lortkipanidze K., Memishishi O., Kavtaradze Z., The Laz and Lazeti in Turkish Publications. Tbilisi, 2015.

Antelava 2015: Antelava N., Traditional Customs in Samegrelo. Tbilisi, 2015.

Chursin 1956: Chursin G.F., Materials on the Ethnography of Abkhazia, with a foreword by L. Akaba; Abkhazian Institute of Language, Literature, and History. Sukhumi: Abkhazgosizdat, 1956.

Folk. Arch. 232: Folklore Archive of the Shota Rustaveli Institute of Georgian Literature, Samegrelo Collection No. 232.

From a Personal Archive (Narrator Ghughuni Mebonia, village of Jaghira, year 2000).

Georgian Folk Literature 1975: Georgian Folk Literature, Mingrelian Texts, Vol. I – Poetry, Prepared for Publication, with Preface and Study by Togo Gudava. Tbilisi, 1975.

Georgian Folk Literature 2016: Georgian Folk Literature (Chkhorotsku Region), Prepared for publication by A. Lomtadze. Tbilisi, 2016.

Lamberti 1938: Lambert A., Description of Samegrelo. Tbilisi, 1938.

Kipshidze 1939: Kipshidze I., Chan Texts. Tbilisi, 1939.

Makalatia 1941: Makalatia S., History and Ethnography of Samegrelo. Tbilisi, 1941.

Mgeladze 2023: Mgeladze N., Laz/Chan Wedding and Wedding Rituals (Based on Folklore-Ethnographic and Literary Sources), Kartuli Tskhvarotmtsodneoba (Georgian Source Studies). Tbilisi, 2023.

Narakidze 2020: Narakidze Ts., Wedding Poetry and Songs in the Laz Language, Kartvelian Heritage, Vol. XXIV. Kutaisi, 2020.

Rurua 2005: Rurua P., Laz Wedding, Historical-Ethnographic Researches, Vol. VIII. Tbilisi, 2005.

Sakhokia 1956: Sakhokia T., Ethnographic Writings. Tbilisi, 1956.

Samushia 1971: Samushia K., Materials of Georgian Folk Poetry. Tbilisi, 1971.

Shavianidze 2015: Shavianidze D., Samegrelo: A Historical-Ethnographic Study. Kutaisi, 2015.

Tandilava... 1964: Tandilava A., Vanilishi M., Lazeti. Tbilisi, 1964.

Tandilava 1972: Tandilava Z., Laz Folk Poetry. Batumi, 1972.

Zhghenti 1938: Zhghenti S., Chan Texts, Archabuli Dialect. Tbilisi, 1938.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

შენგელია ი., & აბულაძე ნ. (2026). ზოგი საქორწინო ტრადიციისათვის მეგრულ-ლაზურში (ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 264-273. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.25

მსგავსი სტატიები

1-10 — 36

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.