„ჯერ-არს ყოფად“ და „ყოფად არს“ ტიპის აღწერითი წარმოების ურთიერთმიმართებისათვის

ავტორები

  • მაგული ღამბაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2023.27.31

საკვანძო სიტყვები:

მოდალობა, მოდალური სემანტიკა, ზმნის ანალიზური წარმოება, კატეგორიული მყოფადი, ძველი ქართული ენა, საშუალი ქართული ენა

ანოტაცია

მოდალობისა და დროის კატეგორიის კავშირი სხვადასხვა ენის მონაცემთა საფუძველზე შენიშნულია არაერთ ლინგვისტურ კვლევაში. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს მომავალი დროისა და მოდალური სემანტიკის მიმართებას ძველსა და საშუალ ქართულ ენაში მყოფადის გამოხატვის აღწერითი მოდელის მიხედვით. ძველ ქართულ ენაში მომავლის გამომხატველი ე.წ. კატეგორიული მყოფადის ფორმები (ყოფად არს, მისლვად არს...) გულისხმობდა, ერთი მხრივ, მომავალში აუცილებლად მოსახდენ მოქმედებას, ანუ მოქმედების აუცილებლობას (ეპისტემური მოდალობა), მეორე მხრივ, გარკვეული ქმედების შესრულების ვალდებულებას (დეონტური მოდალობა).  ლოგიკურად, დეონტური მოდალური სემანტიკის გამომხატველმა ფორმამ შეიძლება განივითაროს ეპისტემური მოდალური შინაარსი, რადგან ორივე სემანტიკა ემყარება დარწმუნებულობას − როგორც მბრძანებელი პირი დარწმუნებულია, რომ მის მიერ მოთხოვნილი ქმედება აუცილებლად შესასრულებელი და საჭიროა, ისე ეპისტემური აუცილებლობის შემთხვევაში მოლაპარაკე პირი დარწმუნებულია ამა თუ იმ ფაქტის ჭეშმარიტებაში. ეპისტემური და დეონტური მოდალური სემანტიკის გამოსახატავად ძველ ქართულ ენაში მყოფადის აღწერითი მოდელის (ყოფად არს) გარდა, გამოიყენებოდა ჯერს-არს მოდალურზმნიანი კონსტრუქცია. აღსანიშნავია, რომ ამ კონსტრუქციაშიც რთულ ზმნასთან ერთად მონაწილეობს ვითარებითში დასმული მასდარი, ისევე, როგორც მყოფადის გამოხატვის აღწერით მოდელში. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრებები ყოფად არს და ჯერ-არს ყოფად ტიპის კონსტრუქციების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მოცემულ სტატიაში შესაბამისი მსჯელობისა და მაგალითების საფუძველზე ჩვენ უარვყოფთ ყოფად არს ფორმის ჯერ-არს ყოფად კონსტრუქციისაგან მომდინარეობას და წარმოვადგენთ არგუმენტირებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯერ-არს ყოფად და ყოფად არს  ტიპის ფორმები ეპისტემური და დეონტური მოდალური სემანტიკის გამომხატველ ორ პარალელურ დამოუკიდებელ ლექსიკურ (ჯერ-არს ყოფად) და გრამატიკულ (ყოფად არს) საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

„ჯერ-არს ყოფად“ და „ყოფად არს“ ტიპის აღწერითი წარმოების ურთიერთმიმართებისათვის. (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 258-263. https://doi.org/10.52340/PUTK.2023.27.31

მსგავსი სტატიები

1-10 — 55

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.