ათონის მრავალთავის ერთი მინაწერის საიდუმლო

ავტორები

  • ირინა ნაცვლიშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ხელნაწერები, ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა, ათონის მრავალთავი , X საუკუნე

ანოტაცია

ა თონის X საუკუნით დათარიღებულმა მრავალთავმა მისი აღმოჩენისთანავე მიიპყრო მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება, ვინაიდან ის ტაოკლარჯული ისტორიულ-კულტურული სივრცის შესაფასებლად მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა; აგრეთვე, შეიცავს ისეთ ტექსტებს, რომლებიც სხვა ხელნაწერებით არ შემონახულა. ერთ-ერთი მათგანია „კოლაელი ყრმების წამება“, რომელიც კოლის ხეობაში ქრისტიანობასთან წარმართობის ბრძოლის მძაფრ სურათს ასახავს. თავად ამბისა თუ ტექსტის ან მისი სავარაუდო წერილობითი წყაროს მეტ-ნაკლები სიზუსტით დათარიღება, რაც დაბეჯითებით თითქმის ორი საუკუნეა  ვერ ხერხდება, ნათელს მოჰფენს ქართული ისტორიული და სულიერი კულტურის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ღირებულად მიგვაჩნია ათონური ხელნაწერის აშიაზე განთავსებული მინაწერი, რომლის მიხედვითაც, კოლაელი ყრმები უწამებიათ „ჟამსა დორიმეს სამცხეს პატრონისსა, რომელი იყო რწმენით კერპთაყვანისმცემელი“. სამწუხაროდ, ეს ცნობა სამეცნიერო ლიტერატურაში სათანადოდ არ არის ყურადღებული, არადა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს თხზულებაში განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ-გეოგრაფიულ სივრცესა და ქრონოლოგიაზე და, ჩვენი აზრით, უკავშირდება კრებულის სხვა მინაწერებს მამამთავარ თუ ეპისკოპოს არსენის შესახებ, რომლებიც მას დედნიდან უნდა გადმოჰყოლოდა. მინაწერებზე დაკვირვებამ, სხვა წყაროთა მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებლობა მოგცვა, გამოგვეთქვა ლოგიკური ვარაუდები; კერძოდ: ხომ არ არის ხელნაწერის მამამთავარი არსენი გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, IX საუკუნის მეორე ნახევარში  ქართლის კათალიკოსად აღსაყდრებული არსენი? მით უმეტეს, რომ ის სამცხიდან იყო და,  როგორც სამცხის დიდაზნაურის შვილს, ხელი მიუწვდებოდა იმ მხარის საგვარეულო, ჩვენთვის უცნობ ქრონიკებსა თუ ჩანაწერებზე; ხოლო დორიმე მთავრის შესახებ მინაწერი, ჩვენი აზრით, უნდა ეკუთვნოდეს ან ტაო-კლარჯეთის მონასტრიდან ათონზე გადასულ ბერს, ან სამცხელი წარმომავლობის ათონელ მოღვაწეს, კერძოდ,  ჩორჩანელჩორდვანელთა წრიდან, რამდენადაც მას  ეს ცნობა შეიძლება  სამცხის ფეოდალთა საგვარეულო ქრონიკებიდან თუ სხვა ტიპის წყაროებიდან ჰქონოდა. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

ათონის მრავალთავის ერთი მინაწერის საიდუმლო. (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 173-180. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/210

მსგავსი სტატიები

1-10 — 53

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.