წულ/წვილ- ფუძიანი ლექსიკა ქართულში (დიაქრონიული ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2024.2.24.04საკვანძო სიტყვები:
ქართული ენა, ლექსიკა, წული, სტრუქტურა, სემანტიკაანოტაცია
წინამდებარე სამეცნიერო სტატიაში წარმოდგენილია წულ/წვილ ფუძიანი ლექსიკა. კვლევა ემყარება ძველი და თანამედროვე ქართული ენის ტექსტების, ლექსიკონებისა და დიალექტური მონაცემების დიაქრონიულ ანალიზს, გათვალისწინებულია ჩვენ მიერ მოძიებული მასალებიც. გამოვლენილია ძველი ქართული ენის ლექსიკური ერთეული ,,წული“ (შვილი, კაცი) და მისგან ნაწარმოები ლექსემების სტრუქტურა, გამოყენების სიხშირე, წარმოებლობა, ძველი და თანამედროვე სემანტიკა, გავრცელების არეალი, მნიშვნელობის მოდიფიკაცია, სინონიმური წყვილები და სემანტიკური კავშირები. საგულისხმოა კონვერსიის შედეგად ,,წული“ საზოგადო სახელის ლექსიკურ-სემანტიკური და ფუნქციური ჯგუფიდან აფიქსების საშუალებით საკუთარ სახელში გადანაცვლებით გვართა წარმოება (წულუკიძე, წულაძე, წულუკიანი, წულეისკირი, წულაია...).
წყაროები
აბულაძე, ილია. 1973. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება.
დონდუა, ვარლამ. 1967. "ლიპარტეთისა" და ანალოგიური გვარსახელებისათვის ქართულ ისტორიულ წყაროებში“. საიტორიო ძიებანი. ტ. 1. 101-141.
ერიაშვილი, ჟუჟუნა. 1972. ,,საწულესა" და ,,მისამბარეოს" წესები ხევსურეთში’’. მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XVI-XVII . 179-180.
კობერიძე, მარიამ. 2024. ,,წული“ ტერმინის შესწავლის ეთნოლინგვისტური ასპექტები“: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია. XI . 366-375. http://www.sciencejournals.ge/
მაკალათია, სერგი. 1930. მთიულეთი. ტფილისი: სახელგამი.
ორბელიანი, სულხან-საბა. 1993. ლექსიკონი ქართული. II. თბილისი: მერანი.
ოჩიაური, თინათინ. 1954. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
საბანისძე, იოვანე. 1963. წაამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი I (V- X სს.). 46- 81. დასაბეჭდად მომზადდა ი. აბულაძის ხელმძღვანელობით. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
სარჯველაძე, ზურაბ. 2001. ძველი ქართული ენის სიტყვის კონა. თბილისი: ს.ს. ორბელიანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სინონიმთა ლექსიკონი. ქართული ენის ციფრული ლაბორატორია. (თ.გ). მოძიებულია ვებგვერდიდან:https://dlab.ug.edu.ge/translate?source=ka&target=en&text 21.07.2024.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. 1964. რვატომეული. რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა. ტ. VIII. თბილისი: მეცნიერება.
ქეშიკაშვილი, ივანე. 1990. ღმერთები, მითები, რიტუალები. თბილისი.
შანიძე, აკაკი. 1953. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. თბილისი: თსუ
ჩუბინაშვილი, ნიკოლოზ. 1961. ქართული ლექსიკონი. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
ცხადაია, პაატა. 2000. გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში. თბილისი.
ჭინჭარაული, ალექსი. 2005. ხევსურული ლექსიკონი. თბილისი: ქართული ენა.
ჯავახიშვილი, ივანე. 1928. ქართული სამართლის ისტორია. წიგნი პირველი. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტი.