თავისუფლად მეტყველი ქალები პოლისის პოლიტიკურ ცხოვრებაში (არისტოფანეს კომედიების: „ლისისტრატე“, „ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე“, „ქალები სახალხო კრებაზე“ მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2020.1.15.07საკვანძო სიტყვები:
ქალი, პოლიტიკა, პოლისი, პერჰესიაანოტაცია
სტატიაში განხილულია ქალების მიერ დემოკრატიულ ათენში სიმართლის თავისუფლად თქმის საკითხი (სიტყვის თავისუფლება), სადაც კომედია ერთგვარი „სიმართლის თქმის საშუალებაა“, რომლითაც ხდებოდა სოციალურ-პოლიტიკური ყოფიერების ხაზგასმა და გამოვლინება. სიცილის მომგვრელი სიტყვები და კომიკური შინაარსი გამოიყენებოდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნების ადვოკატირებისათვის. არისტოფანე სრულყოფილად და სასაცილოდ ხატავდა რეალობას და ზოგჯერ მიმართავდა αἰσχρολογία - ს. კომედიებში „ლისისტრატე“, „ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე“, „ ქალები სახალხო კრებაზე“ ქალები მოტივირებულნი არიან პოლისის პოლიტიკური ცხოვრება გახადონ უფრო მშვიდი და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული. კომედიები, რომელთა ცენტრალურ ფიგურას ქალი წარმოადგენს, უკავშირებს ერთმანეთს ისეთ ორ ცნებას, რომლებიცაა οἶκος და πόλις, აჩვენებს დემოკრატიისათვის ბრძოლას, გენდერულ თანასწორობას, ქალთა პირველ მასობრივი გაფიცვას და ა.შ. ქალებისათვის სიმართლის თავისუფლად თქმა საკმაოდ რთულია, მაგრამ მათ შესწევთ ანდროცენტრული სახელმწიფო მმართველობის მშვიდობიანად გადაგდების და გინოკრატიული მმართველობის დამყარების უნარი. დიდხნიანი დუმილის დარღვევის პროცესი საკმაოდ მტკივნეულია და ემოციებით სავსე, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, სადაც ქალებს უპირისპირდებიან δείνωση (სიძულვილის ენით), ბრუტალურად აჩუმებენ და ემუქრებიან მათ ქალური პოლიტიკური „ოცნებების“ ჩახშობით. ათენური დემოკრატიის ფარგლებში (πολιτεία) ადამიანები ტკბებოდნენ δημοκρατία (დემოკრატიით), ἰσηγορία ( სიტყვის თავისუფლებით), ἰσονομία (მოქალაქეებისთვის ძალის აღსრულების თანაბარი უფლებით) და სიმართლის თავისუფლად თქმით. კომედიებში გამოყვანილი ათენელი ქალები აწყდებიან სირთულეებს მამაკაცებთან თავისუფლად საუბრისას, მათგან მოსალოდნელი დამცირების, საფრთხის გარეშე. ქალებისათვის პოლისის კეთილდღეობა ბევრად აღმატებულია, ვიდრე ისეთ ემოციებზე გამოდევნება, როგორებიცაა: შიში ან სიბრაზე.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
Aristophanes, 1938: Aristophanes. Ecclesiazusae. Translated by O’Neill E. Jr. New York: Random House. 1938.
Aristophanes, 1938: Aristophanes. Thesmophorizusae. Translated by O’Neill E. Jr. New York: Random House. 1938.
Aristophanes, 1938: Aristophanes. Lysistrata. Translated by O’Neill E. Jr. New York: Random House. 1938.
Cartledge, 2009: Cartledge P. Ancient Greek Political Thought in Practice. UK: Cambridge University Press. 2009.
Foucault, 1983: Foucault M. Discourse and Truth: The Problematization of Parrhesia. 6 lectures by Michel Foucault at the University of California at Berkeley, Oct.-Nov. https://foucault.info/parrhesia/
Nadareishvili, 2008: Nadareishvili K. Woman in Classical Athens and in Greek Tragedy. Tbilisi: Logos. 2008.
Roisman, 2004: Roisman H. M. Women’s Free Speech in the Greek Tragedy. In Free Speech in Classical Antiquity. 91-113. Boston: Brill Publishing. 2004.
Saxonhouse, 2006: Asxonhouse A.W. Free Speech and Democracy in Ancient Athens. New York: Cambridge University Press. 2006.
Taaffe, 1993: Taffe L. K. Aristophanes and Women. London: Routledge. 1993.
Whitmarsh, 2006: “G Whitmarsh T. Greece is the World: Exile and Identity in the Second Sophistic. In Being Greek Under Rome, edited by Simon Goldhill, 269-306. New York: Cambridge University Press. 2006.



