მრავალფუნქციურ მრავალფენიან კომპოზიტებში შეწებილი ნართისაგან ფორმირებული ტექსტილური მასალების გამოყენების შესაძლებლობის კვლევა
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2025.1.25.19საკვანძო სიტყვები:
მრავალფუნქციური მრავალფენიანი ტექსტილური კომპოზიტი, საფეიქრო სტრუქტურები, სამედიცინო სახვევები, დაუგრეხი ნართიანოტაცია
ტექნიკისა და ტექნოლოგიების სწრაფმა ცვლილებამ დღის წესრიგში დააყენა ახალი სახის მასალების - მრავალფუნქციური ტექსტილური კომპოზიტების შექმნა, რომლებშიც სხვადასხვა სტრუქტურის, ფიზიკური, მექანიკური და ქიმიური თვისებების მქონე ბოჭკოვან მასალათა ფენები წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობითაა განლაგებული. ასეთი ტექსტილური კომპოზიციური მასალები ერთდროულად მრავალ, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის მოთხოვნას აკმაყოფილებენ. სხვადასხვა თვისებების მქონე ტექსტილური მასალების ერთ სტრუქტურაში თავმოყრა და მათი ცვლა თვისებების, ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, საშუალებას იძლევა დაპროექტდეს და დამზადდეს სხვადასხვა სახის კომპოზიტი ახალი თვისებებითა და შესაძლებლობებით. ნაშრომში განხილულია მრავალფუნქციური მრავალფენიანი ტექსტილური კომპოზიტის (სამედიცინო ტექსტილის) ფორმირების შესაძლებლობა მაღალმოდულური ვისკოზის ქსოვილისა და ტრიკოტაჟული ტილოს გამოყენებით. შესწავლილ იქნა არატრადიციული დართვის ტექნოლოგიით (დაუგრეხი რთვით) მიღებული ნართისაგან ფორმირებული ქსოვილისა და ტრიკოტაჟის ფორიანობა და მისი ტრანსდერმალურ კომპოზიტში ადამიანის კანთან შემხები ფენის სახით გამოყენების შესაძლებლობა.
წყაროები
მოსეშვილი, თ. 1986. დაუგრეხი ნართის წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება ქიმიური ბოჭკოებისა და მათი ნაზავებისაგან. დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი (რუსულ ენაზე).
Atanasova, D., Staneva, D., Grabchev, I. 2021. “Textile Materials Modified with Stimuli-Responsive Drug Carrier for Skin Topical and Transdermal Delivery. Materials”. https://www.researchgate.net/publication/349348863.
Horrocks, R. 2010. Handbook of technical textiles, Wood head P.L.
Moseshvili T., Tskhakaia K. 2017. „Fibrous composition and structure of layers in multifunctional hybrid multilayer textile composites“ European Journal of Natural History. № 6, 51-54.
Yadie Yang, Hong Hu. 2016. „Spacer fabric-based exuding wound dressing - Part I: Structural design, fabrication and property evaluation of spacer fabrics”: Textile Research Journal 87(12), https://www.researchgate.net/publication /305746295.
Мосешвили, T. 2007. “Особенности структуры и физико-механических свойств ткани, выработанной из бескруточной пряжи“. «Сборник Известий». Национальная академия наук Азербайджана, Ганджинский региональный научный центр. Гянджа, №27, ст. 63-66.