თურქიზმები სოფელ ღორჯომის მეტყველებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.17საკვანძო სიტყვები:
ღორჯომის მეტყველება, დიალექტური ლექსიკა, სიტყვათა სესხება, თურქიზმები ქართულშიანოტაცია
წარმოდგენილი კვლევა ეხება ქართული ენის აჭარულ დიალექტში თურქული ლექსიკური ერთეულების სესხებისა და მათი ენაში, კონკრეტულად კი ღორჯომის მეტყველებაში, .ინტეგრაციის პროცესს. ისტორიულმა ვითარებამ – თურქეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ოკუპაციამ – ხელი შეუწყო მრავალსაუკუნოვან ლექსიკურ გავლენას, რაც დღესაც შეინიშნება აჭარულ დიალექტში. ნასესხები სიტყვები მოიცავს როგორც წმინდა თურქულ, ისე სპარსულ და არაბულ ელემენტებს, რომლებიც თურქულის მეშვეობით შემოვიდა და დამკვიდრდა ქართულში.
კვლევის მიზანია, ნასესხები ლექსიკური ერთეულების მაგალითზე სემანტიკური, ფონეტიკური და გრამატიკული თავისებურებების გამოვლენა. მასალა შეიკრიბა როგორც ლექსიკოგრაფიული წყაროებიდან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრების დროს.
ნაჩვენებია, რომ უცხოური სიტყვების ნაწილი გამოიყენება თავდაპირველი მნიშვნელობით (მაგალითად, ბელა, თახუმი), ხოლო ნაწილი მნიშვნელობაშეცვლილია. არც კალკირების შემთხვევებია ცოტა, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული ფორმით (მაგალითად, იოლდაში, ქესტანე, ჰავლი).
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიტყვაწარმოების ქართულ სტრუქტურებში უცხოურ ფუძეთა გამოყენებას (-იან, -ობა, უ-ო სუფიქსებით) და ზმნათა ქართული მოდელებით გადმოცემულ თურქულ კალკებს. ნათელია, რომ ღორჯომის მეტყველება აქტიურად იყენებს თურქიზმებს, თუმცა ზოგჯერ მათ ახალ მნიშვნელობას ანიჭებს და ოსტატურად უსადაგებს ქართული ენის გრამატიკულ სისტემას.
კვლევა მნიშვნელოვანია როგორც დიალექტოლოგიური, ასევე, ენის ისტორიული განვითარების კუთხით.
წყაროები
Dictionary 2001: Turkish-Georgian Dictionary, I-II. Istanbul, 2001.
45
Dictionary 2008: Explanatory Dictionary of the Georgian Language, New Edition, Volume I, Tbilisi, 2008.
Dzidziguri 1957: Dzidziguri Sh., The Language of a Writer. Tbilisi, 1957
Ethnological Dictionary of the Georgian people. Batumi, 2019.
Kazbegi 1995: Kazbegi G., Three Months in Turkish Georgia. Batumi, 1995.
Nizharadze 1961: Nizharadze Sh., Upper Adjara Dialect of the Georgian Language. Publishing House “Soviet Adjara”. Batumi, 1961.
https://lev.ge/liv/ajaruli.php-online Verification: 21.08.2025
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
Attribution 4.0 International CC BY 4.0 Deed ლიცენზიის ფაგლებში ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.
