თურქეთში გამომავალი ჟურნალი „მამული“
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.13საკვანძო სიტყვები:
ჟურნალი „მამული“, თურქეთელი ქართველები, ქართული კულტურაანოტაცია
თურქეთში სხვადასხვა დროს გადასახლებული ქართველების სამშობლოსთან სულიერი კავშირი თაობიდან თაობისათვის გადაცემული ენა იყო, რომელშიც ინახებოდა საკუთარი იდენტობის არდავიწყების კულტურული კოდი. საქართველოს გასაბჭოებამ კიდევ უფრო შორეული გახადა ჩვენებურებისათვის ისტორიული მიწა-წყალი, რადგან თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება არსებობდა. გაჩნდა იმის საფრთხეც, რომ თურქეთში დაბადებული და გაზრდილი თაობა თანდათან დაივიწყებდა საკუთარ ვინაობას. როგორც ჩანს, ეს იყო საკმაოდ მძლავრი ბიძგი იმისათვის, რომ თურქეთელ ქართველ მამულიშვილებს ეფიქრათ ჟურნალის გამოცემაზე, რომელიც ასახავდა საქართველოს ყოფა-ცხოვრებას, ქართულ კულტურას, ისტორიას.
წარმოდგენილი სტატია შეეხება თურქეთში გამომავალ კულტურულ ჟურნალს „მამულს“, რომელიც ფაქტობრივად უცნობია ქართული საზოგადოებისათვის.
თურქეთში სხვადასხვა დროს გამოიცემოდა იქაური ქართველების კულტურული ცხოვრების განმსაზღვრელი ჟურნალები, კერძოდ, 1921-22 წლებში გამოიცა ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“. მოგვიანებით, მეოცე საუკუნის მიწურულს – ჟურნალი „ჩვენებური“, რომლის რედაქტორმა ფაჰრედინ ჩილოღლუმ (ფარნა ჭილაძემ) ითავა ჟურნალ „მამულის“ გამოცემა.
ჟურნალი 1997-98 წლებში იბეჭდებოდა სტამბულში თურქულ ენაზე, თუმცა მასში ზოგჯერ ქართული სტატიებიც ქვეყნდებოდა. ჟურნალს ჰქონდა ხელოვნების, ლიტერატურული, ეთნოგრაფიული, პოლიტიკური მოვლენების ამსახველი განყოფილებები. იყო საბავშვო რუბრიკაც, რომელშიც ქართული პოეზიის ნიმუშები და იგავ-არაკები იბეჭდებოდა ორივე ენაზე.
„მამულში“ საკმაო ყურადღება ეთმობოდა ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებს. რუბრიკით „პორტრეტები ქართული ლიტერატურიდან“ ჟურნალი მკითხველებს აცნობდა გამოჩენილი ქართველი მწერლების შემოქმედებას. ჟურნალი თურქეთელ ქართველებს თავისებურ წარმოდგენას უქმნიდა საქართველოს ქალაქებზე; ასევე, ქვეყნდებოდა სტატიები კავკასიელი ხალხების შესახებაც.
სულ გამოვიდა „მამულის“ ხუთი ნომერი, თუმცა ამ ჟურნალმა გარკვეული როლი შეასრულა თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.
წყაროები
Daushvili… 2012: Daushvili R., Kalandadze Gr., Kobakhidze R., Tartarashvili T., Georgians Abroad (Ozkan-Melashvili Ahmed). Tbilisi 2012. pp.154-155.
Free Georgia: "Free Georgia", Georgian Encyclopedia. https://georgianencyclopedia.ge/ka/form/28586 .Verification: 12.09.2025.
Mamuli 1997/1: Journal "Mamuli", №1, January, 1997 (in Turkish).
Mamuli 1997/2: Journal "Mamuli", №2, April, 1997 (in Turkish).
Mamuli 1997/3: Journal "Mamuli", №3, June, 1997 (in Turkish).
Mamuli 1997/4: Journal "Mamuli", №4, October-December, 1997 (in Turkish).
Mamuli 1997/5: Journal"Mamuli", №5, May, 1998 (in Turkish).
Putkaradze1997: Putkaradze Sh., Emigrant or Muhajir Georgians or Our Own. Journal "Mamuli, №2, 1997, pp.14-18.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
Attribution 4.0 International CC BY 4.0 Deed ლიცენზიის ფაგლებში ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.
