სახელმწიფო საზღვარი ჭოროხთან და საზღვრისპირა დასახლებათა ნარატივები მხატვრულ ლიტერატურასა და ზეპირ ისტორიებში

ავტორები

  • მალხაზ ჩოხარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • ნინო თურმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა სოფლების გადმოცემები, კირნათ-მარადიდელთა ნარატივები, საქართველო თურქეთის ურთიერთობა , XX საუკუნე

ანოტაცია

ნაშრომი, სამეცნიერო ლიტერატურასა და მხატვრულ ტექსტებთან ერთად, ეყრდნობა  მდინარე ჭოროხთან არსებული საქართველოთურქეთის სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლების (ქვედა მარადიდი, ზედა მარადიდი, კირნათი, ხება) ზეპირ ისტორიებს (საველე ექსპედიციების 2021-2023  წლების მასალებს) და მიზნად ისახავს იმ კონკრეტული თემატური რკალების კვლევას, რომლებიც აისახა ზეპირ ისტორიებსა თუ მხატვრულ ლიტერატურაში. კერძოდ, ესენია: დემარკაციის ნარატივები და საზღვარი თაობათა მეხსიერებაში,;  კონტრაბანდა; სადაზვერვო საქმიანობა მეორე მსოფლიო ომამდე, ომის დროს და ომის შემდგომ; საზღვრისპირა დასახლებები და კომუნიკაციის ფორმათა ძიება. თურქეთისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმებით, მეოცე საუკუნის 20იანი წლების დასაწყისში სახელმწიფო საზღვარმა გაკვეთა საქართველოს მიწა და წყალი, ხეობები და სოფლები. ისტორიული სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა. 30-იანი წლების შუა ხანებამდე საზღვრის გაღმა და გამოღმა მცხოვრებ მოსახლეობას კომუნიკაციის და მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდა.  მერე რეჟიმი თანდათან გამკაცრდა. მეორე მსოფლიო ომის დროს და  შემდგომ პერიოდში კი სასაზღვრო რეჟიმი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. თემის აქტუალობას განაპირობებს ისიც, რომ კვლევები შეეხება როგორც ჭოროხისპირა სასაზღვრო დასახლებებს, ასევე, მეტ-ნაკლებად, მთელ სივრცეს, რომლის თანამედროვე სურათი შექმნა ახალმა სასაზღვრო გეოგრაფიამ მოყოლებული მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრისპირა დასახლებათა ნარატივების მიმართ ინტერესი თავიდანვე არსებობდა და, ეპოქათა შესაბამისად, მრავალმა შემოქმედმა სცადა ამ კუთხით თავისი სიტყვის თქმა.  მნიშვნელოვანი და საყურადღებო მასალაა ამ თვალსაზრისით აგრეთვე ჭოროხის აუზის ზეპირსიტყვიერებაში.  ამდენად, სასაზღვრო მოტივის თავისებურებებს განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული რეალობა. საანალიზო ტექსტებში კი, მკაფიოდ გამოკვეთილ პატრიოტულ მოტივთან ერთად, თვალსაჩინოა ტკივილი ჩვეულებრივი ადამიანების – სარფელების, მარადიდლების, კირნათლების... და სხვათა ბედის გამო, ტკივილი საზღვარს მიღმა დარჩენილი ნათესავებისა თუ საფლავების გამო... ეს განცდა ჩანს საზღვრისპირა დასახლებათა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და მხატვრულ ტექსტებშიც, ოღონდ გამოხატვის ფორმებზე ეპოქათა გავლენაც თვალსაჩინოა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

სახელმწიფო საზღვარი ჭოროხთან და საზღვრისპირა დასახლებათა ნარატივები მხატვრულ ლიტერატურასა და ზეპირ ისტორიებში. (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 272-281. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/224

მსგავსი სტატიები

1-10 — 42

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.