მარადიული გაზაფხულის მითოსი ტაო-კლარჯეთის ფოლკლორში
საკვანძო სიტყვები:
ქართული ფოლკლორი, ტაო-კლარჯეთის ფოლკლორი, მარადიული გაზაფხულის მითოსიანოტაცია
მარადიული გაზაფხულის, ანუ დაკარგული სამოთხის, მითოსს იცნობს მსოფლიოს თითქმის ყველა უძველესი ხალხის ფოლკლორი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მარადიული გაზაფხულის მითოსი თამარ მეფის სახელს უკავშირდება და მრავალ ვარიანტად არის ცნობილი. ეს სავსებით მოსალოდნელი და ბუნებრივია, რადგანაც იმ საზოგადოების ცნობიერებაში, სადაც ჩაისახა ეს მითოსი, თამარის სამეფო წარმოდგენილი იყო „ოქროს ხანად”, მიწიერ სამოთხედ, თამარ მეფე კი – მის სწორუპოვარ შემოქმედად და მმართველად, ქვეყნისათვის თავდადებულ და მზრუნველ პატრონად. დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფი ისტორიული ქართული კუთხეების – ტაოსა და კლარჯეთის – ქართულენოვანი, თუმცა მუსლიმური აღმსარებლობის, მოსახლეობის ისტორიულ მეხსიერებაში მარადიული გაზაფხულის მითოსი უკვე აღარ უკავშირდება თამარ მეფის სახელს; ეს მოვლენა თოვლის მოსვლასა და ქრისტიანი ბერების სaცხოვრისის მოშლასთან ასოცირდება. ამგვარი ტრანსფორმაციაც იმის დასტურია, რომ ტაოელი და კლარჯი ქართველების ცნობიერება მაინც ერთიანი ქართული კულტუროლოგიური სათავიდან მომდინარეობს.