ბაიობა ტერმინისათვის

ავტორები

  • რევაზ შეროზია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.23

საკვანძო სიტყვები:

ქართული რელიგიური ტერმინოლოგია, ქართველური ტერმინები, ბაიობა / ბზობა

ანოტაცია

ქართველურ ენობრივ სივრცეში ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დღესასწაულს აღნიშნავს ორი ლექსემა  –  ბაიობა და ბზობა. ორივე ტერმინი კითხვებს აჩენს, – ასახსნელია, ან ერთს ან მეორეს რა კავშირი აქვს აღნიშნულ დღესასწაულთან, ან რამ გამოიწვია ამ ორი, განსხვავებული სიტყვაფორმის დამკვიდრება, პირველისა – მეგრულ-სვანურ მეტყველებაში, მეორისა – საერთო-საეკლესიო მიმოქცევაში. აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სახარების ზოგ ხელნაწერსა და ლიტურგიკული ხასიათის ტექსტებში ბაიობას ეძლევა უპირატესობა. აქვე უნდა აღინიშნოს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში ბზობის ნაცვლად ბაიობა ტერმინის ხმარება, XI-XIII საუკუნეებში და უფრო ადრეც ბაიაობა ტერმინი უკვე ტრადიციულ ფორმად გამოიყურება. როგორც ჩანს, ბზობა მას მეტოქეობას ჯერ კიდევ ვერ უწევს, თორემ აღაპის ჩამწერი ან სახარების მთარგმნელი თუ გადამწერი ბაიობის ნაცვლად ბზობას დაწერდა. დღესასწაულის სახელი ბაიობა, როგორც ჩანს, რამდენიმე საუკუნით უსწრებს ბზობა ტერმინის ჩამოყალიბებას. ეს განაპირობებს ტერმინის სიცოცხლისუნარიანობას თანამედროვე მეგრულ და სვანურ მეტყველებებშიც. შედარებისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ტერმინები: თანაფა, პიჩვანი, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩამოყალიბებულია ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის ზეპირი ქადაგების მოხედვით და სულ ცოტა სამი საუკუნით უსწრებენ საერთო-საეკლესიო ტერმინების – აღდგომა, მარხვა – წარმოქმნას. ამიტომაც აღდგომა, მარხვა ფორმებმა ვერ გადაფარეს მანამდე არსებული ტერმინები. იგივე დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ბაიობა და ბზობა ტერმინების ურთიერთმიმართებაზეც. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

ბაიობა ტერმინისათვის. (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 264-266. https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.23

მსგავსი სტატიები

1-10 — 54

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.