პოსტმოდერნისტული ტენდენციებისათვის ქართულ და თურქულ რომანებში

ავტორები

  • მაკა სუსარეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

თანამედროვე ქართული მწერლობა, პოსტმოდერნისტული ტენდენციები ქართულ რომანებში, პოსტმოდერნიზმი თურქულ მწერლობაში.

ანოტაცია

პოსტმოდერნიზმი არის აქტიური და დომინანტური მიმდინარეობა, რომელმაც გამოჩენისთანავე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჰპოვა ადგილი. განსაკუთრებით ეს ტენდენცია შეინიშნება 1980-იანი წლებიდან და იგი განსხვავებული სახით მანიფესტირდება კულტურის ყველა სფეროში. მსოფლიო ლიტერატურის მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში პოსტმოდერნიზმი წარმოიშვა, როგორც ლიტერატურული მოძრაობა, რომელიც უპირისპირდება მოდერნიზმის კონცეფციასა და იდეოლოგიას, ეჭვქვეშ აყენებს დამკვიდრებულ ნორმებს, ნარატიულ სტრუქტურებს, იდენტობისა და ობიექტურობის კლასიკურ ცნებებს, უნივერსალური პროგრესისა და ემანსიპაციის  იდეებს, დიდ ნარატივებს.  პოსტმოდერნიზმის წარმოშობა და განვითარება თურქულ და ქართულ ლიტერატურაში მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ ორი ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტთან, ასევე, იმ გლობალურ პროცესებთან, რომლებიც მიმდინარეობდა მსოფლიოში. ქართულ და თურქულ პოსტმოდერნისტულ რომანებს ახასიათებთ პოსტმოდერნისტული კულტურის უმთავრესი პრინციპები: მეტაფიქცია, ინტერტექსტუალურობა, ორმაგი კოდირება, ფრაგმენტაცია, სწრაფვა ნარატიული ექსპერიმენტებისკენ და კულტურულ იდენტობაზე ფოკუსირება, მათ განსხვავებულობასა და უნიკალურობას  კი ის კულტურული და ენობრივი გარემო ქმნის, რომელშიც ისინი წარმოიშვნენ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

პოსტმოდერნისტული ტენდენციებისათვის ქართულ და თურქულ რომანებში. (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 227-231. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/216

მსგავსი სტატიები

1-10 — 53

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.