საუკუნე ერთი მოთხრობის პრიზმაში (კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია“)

ავტორები

  • ადა ნემსაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

თანამედროვე ქართული მწერლობა, კოტე ჯანდიერი, „გლობალიზაცია”

ანოტაცია

მეოცე საუკუნის ქართული რეალობა ჩვენი ლიტერატურისთვის არაერთხელ გამხდარა ასახვის თემა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მხატვრულ ტექსტში, იქნებოდა ეს სრულად (მოცულობით ეპიკურ ჟანრებში – რომანი, ვრცელი მოთხრობა) თუ ნაწილობრივ (გარკვეული ეტაპი, ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, გამორჩეული პირი და მისი ისტორია და ა. შ.). ასეთ შემთხვევებში სიუჟეტიც ხან ამბის გარშემო ეწყობა, ხან – ცალკეული პერსონაჟის. ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო მოთხრობაა კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია“, რომელიც თითქმის მთელი ეპოქის მხატვრული სურათია (თხრობა იწყება მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან და ოცდამეერთე საუკუნემდე მოდის). მწერალი აღადგენს და გვიჩვენებს მასშტაბურ სურათს, ყველა მნიშვნელოვან მოვლენას და ფაქტს, რომელთაც შექმნეს უაღრესად ჭრელი მეოცე საუკუნე და გავლენა მოახდინეს საუკუნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. თხრობა მიმდინარეობს ერთი პერსონაჟის – კამეჩაანთკარელი გლეხის – პირით და ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენა სწორედ მისი ოჯახის პრიზმიდანაა დანახული. სულ რაღაც 50-გვერდიან მოთხრობაში ამ მიზანს მწერალი თხრობის სპეციფიკური ხერხის გამოყენებით აღწევს. ამბის თხრობა ხდება წარსულის გახსენებით; პერსონაჟი იგონებს, ყვება და შიგადაშიგ აფასებს მის მიერ მოთხრობილ ამბებს, ანუ ტექსტში ერთმანეთს ერწყმის ნარაცია და რეფლექსია, ოღონდ ეს სინთეზი ისე ფაქიზი და ერთგვაროვანია, რომ არც სტილურ სიჭრელეს და არც მოზაიკურობას არ ქმნის. სტატიაში კოტე ჟანდიერის ამ მოთხრობის ხსენებული ასპექტებია გაანალიზებული სემიოტიკური და ჰერმენევტიკული მეთოდების გამოყენებით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

საუკუნე ერთი მოთხრობის პრიზმაში (კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია“). (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 181-188. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/211

მსგავსი სტატიები

1-10 — 52

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.