მცენარეული ლექსიკისა და მათი წარმომავლობის შესახებ ლაზურში
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2023.27.19საკვანძო სიტყვები:
ქართველური დიალექტური ლექსიკა, მცენარეული ლექსიკა ლაზურშიანოტაცია
მეცნიერულად დადგენილია, რომ ყოველი კულტურული მცენარის წინაპარია მისი ველური სახეობა. მცენარის გაკულტურება და თანდათან გაუმჯობესება ყოველთვის ხდებოდა. ამასთან, შესაძლებელია საწინააღმდეგო პროცესიც – კულტურული მცენარის გაველურება. მცენარეთა გაკულტურება არა მარტო ნაირსახეობას იძლევა, არამედ იგი ასახვას პოულობს ენაშიც და სახესხვაობათა მიხედვით სინონიმს აჩენს.
ლაზები, საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებლების მსგავსად, ბალახეულ მცენარეებს მრავალი დანიშნულებით იყენებდნენ. ველურის აღმნიშვნელი ტერმინებია ლაზურში: მტკუი, მტკაში, პანტა.
ლაზურში მცენარეთა ლექსიკაში სინონიმთა სიუხვე გვხვდება, მაგ.: ავიანჩაირი, საზი – ჭილი; ბალაზაღი, ბალარწაღა, კატუ ნენა, მაჯღვიდია, ფუფული ფავრი, შქვითდამაი – მრავალძარღვა; ბადითოკი, მსიჯი, მსუჯი – სურო; ბარწული, ბარცხილი, ბაძგარა, ბაძგარი – ბაძგი, დეკა; ბურღი ნანა, მკიაფუ ბურღი, ლაპაზა – ბუერა...
ლაზურში მცენარეთა სახელწოდებების უმეტესობა ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურაში, მაგრამ გვხვდება ისეთი ლექსემებიც, რომლებიც ჩვენ მიერ პირველადაა ფიქსირებული. მაგალითად: ალიმორჯი – ენძელა; არმაშადიკა – ხორბლის სახეობა; აშურა – უკვდავა; აღული მტა – კონიო; ბარწკვენია – შტოში; ბუღი – პატარძალა...
განირჩევა ენდემური (ადგილობრივი) და ინტროდუქციული (შემოტანილი) მცენარეები. მაგ., ადგილობრივი სახელებია: ჭყონი, ცანაკო, ლიმხონა, კვარშილი, ჭუბუი... შემოსულია: სოტოლია, არდიჭი, კრომი, ტომატესი, პატატესი, ბრინჯი, შუკა...
ზოგი მცენარის სახელწოდება საფუძვლად უდევს ტოპონიმიკას: ინჭიონა – ანწლნარი, ჭუბუონა – წაბლნარი, თხიეფუნა – თხილნარი, ლიმხონეფუნა – გვიმნარი, წიფურონი – წიფლნარი, ცხემულუღი – ცხემლნარი...
მცენარეთა სახელები ლაზურის ლექსიკური ფონდის გამდიდრების საშუალებაა და იმავდროულად ისტორიულ-შედარებითი ლექსიკისათვისაც საჭირო მასალაა. ასევე, ნაშრომში განხილული ლექსიკური ერთეულები სიტყვათა წარმოების შესწავლისა და ეტიმოლოგიური დაკვირვების კუთხითაც სახასიათოა. მასალა მნიშვნელოვანია კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც.