„მამლის ყივილივით განთიადის წინამორბედნი...“ (რევაზ ფავლენიშვილი)
საკვანძო სიტყვები:
ქართული მწერლობა, ცხინვალის რეგიონის სამწერლო ტრადიციები, რევა ფავლენიშვილების საგვარეულო სახლი, რევაზ ფავლენიშვილიანოტაცია
ცხინვალის რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში, სხვათა გვერდით, მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ფავლენიშვილთა გვარის წარმომადგენლებს. ფავლენიშვილები წარმოადგენდნენ ქართლის მკვიდრ დიდ აზნაურთა საგვარეულო სახლს, რომელთა ფესვები საქართველოს ისტორიულ წარსულში ღრმად არის განთესილი. არსებული ვარაუდების მიხედვით, ჯერ კიდევ IX-X საუკუნეებიდან ფავლენიშვილების გვარი დაკავშირებულია ტბელთა საგვარეულოსთან. XVII-XVIII საუკუნეებიდან ფავლენიშვილები მამულებს ფლობდნენ როგორც თეძმის ხეობაში, ასევე ერედვში, ვანათში, ნიქოზში და სხვ. მკვლევართა შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრება ფავლენიშვილების მხარგრძელებიდან წარმომავლობის შესახებ. ანტონ I კათალიკოსის მიხედვით, ფავლენიშვი¬ლები დამკვიდრებულან ფავნისსა და მოგვიანებით პატა¬რა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვში. პროფ. გ. სოსიაშვილი მიუთითებს, რომ „ერედვში დასახლებული ფავლენიშვილების ერთი შტო გვიანფეოდალურ პერიოდში აქ ციხესიმაგრესაც ფლობდა. მათ ყმები ჰყავდათ ვანათსა ერედვში, სადაც აღნიშნული გვარი XX საუკუნის I მეოთხედამდე ცხოვრობდა“. ფავლენიშვილების ძლიერი საგვარეულო სახლი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის საზოგადო¬ებრივ ცხოვრებაში. მათი გავლენის სფეროებში შედიოდა არა მარტო ქვეყნის შიგნით არსებული გარკვეული ტერიტორიები, მათ აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სტრატეგი¬ულად მნიშვნელოვან ისეთ ობიექტებთან, როგორიც იყო იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერი. მხედველობაში გვყავს ეპიფანე და ბარნაბა ფავლენიშვი¬ლები. ეს უკანასკნელი გახლდათ თბილელი მთავარ-ეპისკოპოსი და ჯვრის მამა, ხოლო ეპიფანე – ჯერ ნიქოზის ეპარქიის ხელმძღვანელი და შემდეგ წმინდა მიწაზე მოღვაწე ჯვრის მამა და დიპლომატიური მოღვაწე. ფავლენიშვილთა ერთი შტო, რომელიც სოფელ ერედვში დასახლდა, აქ ცხოვრობდა XX საუკუნის დამ¬დეგამდე, ვიდრე მათი სოფლიდან გაძევება მოხდებოდა ბოლშევიკების მიერ. სხვათა გვერდით, ფავლენიშვილებს მნიშვნელო¬ვანი წვლილი შეჰქონდათ რეგიონის ლიტერატურულ-კულტურულ განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვ¬რე¬ბაში. მათი კვალი ჩანს 1832 წლის შეთქმულებაშიც, მწერლობაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავ-რცელებელი საზოგადოების საქმიანობაში და ა.შ. მა¬გალითად, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრ¬ცელე¬ბელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ბურჯანაძეს ცხინვალის გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა 1916 წლის 11 მაისს გაუგზავნა საზოგა¬დოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის მოქმე¬დების ანგარიში. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს ცხინვალის განყოფილებაში შედიოდნენ: მღვდელი ზა-ქარია საძაგლიშვილი, მღვდელი დავით სვიმონიშვილი, ფილიმონ სირაძე, მღვდელი ვლადიმერ უნაფქოშვილი, ივლიტა ფურცელაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენი¬შვილი, ვასილ გიორგის ძე ფავლენიშვილი, გიორგი ფავლენიშვილი და სხვები. რაც შეეხება მწერლობას, ცხინვალის რეგიონის სამწერლო ტრადიციების გაღრმავებაში თვალსაჩინო წვლილი აქვს შეტანილი რევაზ ფავლენიშვილს. სამ¬წუხაროდ, მშობლიურ კუთხეშიც კი მოსახლეობის გარ¬კვეული ნაწილისთვის მისი სახელი დღემდე უცნობია.