პროფესო რი ტარიელ ფუტკარაძე დიალექტოლოგიის ინსტიტუტის შესახებ (ჩანაწერების მიხედვით)

ავტორები

  • იამზე ვაშაკიძე კავკასიის უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ისტორია, ტარიელ ფუტკარაძე

ანოტაცია

წარმოდგენილ სტატიაში გაანალიზებულია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დღიურის ჩანაწერები, რომლებიც დიალექტოლოგიის ინსტიტუტის პირველ წლებს ეხება.  „ქუთაისური ოდისეა‛... ეტყობა დამებედა ქუთაისი...“ (15.ΧІ.1992) – ასე იწყება პირველი ჩანაწერი. მისი აზრით, ყოველგვარი შემთხვევითობა არის „ალბათობისმიერი აუცილებლობა“; სწორედ ასეთი „ალბათობისმიერი აუცილებლობა“ იყო, რომ 30 წლის წინ, პროფ. თედო უთურგაიძისა და აკად. ქეთევან ლომთათიძის რეკომენდაციით, ქუთაისის უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა – აკად. მაგალი თოდუამ შესთავაზა თავის დაარსებულ დიალექტოლოგიის ინსტიტუტში მუშაობა. თბილისში კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა დევნა-შევიწროების ფონზე ეს მისთვის, „როგორც ერთი წლის უმუშევრისათვის, გარკვეულწილად ხსნა იყო“. 1992 წლის 11 ნოემბერს მ. თოდუამ, სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, ტ. ფუტკარაძე დაამტკიცა დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად. მეცნიერო წერს, რომ „უცებ აღმოჩნდა მეცნიერებისა და სულ სხვა (არაპოლიტიკური!) ცხოვრების შუაგულში“; „ეს იყო სავსე ცხოვრების დასაწყისი დევნილობისა და ამდენი ტანჯვა-წვალების შემდეგ“, მაგრამ ამასაც ახლდა „ერთი დიდი ტკივილი“, რომელიც ჩანაწერებს ბოლომდე გასდევს – ოჯახისგან შორს ყოფნა. როგორც მებრძოლი ბუნების ადამიანს, მას ამჯერად სიმარტოვის პოზიტიურ მხარეზე გადააქვს ყურადღება. დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ამოქმედება მას იმ დიდ საქმედ ესახებოდა, რომელიც „უღირდა მსხვერპლად“; წერს კიდეც, რომ ეს საქმე მისთვისაა შექმნილი და მთელი არსებით განწყობილია ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. ტარიელ ფუტკარაძემ თავისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უძღვნა დიალექტოლოგიის ინსტიტუტს და სწორედ ინსტიტუტმა, ზოგადად, მეცნიერებამ და „ქუთაისურმა ნაკლებაგრესიულმა ვითარებამ“ დაიფარა 30 წლის წინანდელი პოლიტიკური რეპრესიებისგან. მისი ჩანაწერები, მიუხედავად „დროითი და სივრცითი დისტანციისა“, თავისი მნიშვნელობით ისევ დაგვაფიქრებს დიალექტოლოგიის ინსტიტუტის პირველ ნაბიჯებზე, ზოგადად ადამიანის – პიროვნების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და  ცხოვრების საზრისზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

პროფესო რი ტარიელ ფუტკარაძე დიალექტოლოგიის ინსტიტუტის შესახებ (ჩანაწერების მიხედვით). (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 20-26. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/199

მსგავსი სტატიები

1-10 — 41

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.