სინეზისის შემთხვევები K79 ხელნაწერში 1
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2023.27.08საკვანძო სიტყვები:
ქართული ხელნაწერები, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერი , K79, სინეზისიანოტაცია
ძველი ქართულში რიცხვში შეთანხმება ფორმალური ხასიათისა იყო. რიცხვის გამოხატვის წესმა ენის ისტორიის მანძლზე არაერთი ცვლილება განიცადა. სინეზისის საინტერესო შემთხვევები დადასტურდა K-79 ხელნაწერსა და „მარხვანის“ სხვა ქართულ წყაროებში. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ ზმნა ითვალისწინებს არა მხოლოდ იმ სახელის ფორმას, რომელსაც ის ეთანხმება, არამედ მის სემანტიკასაც. შედეგად, ვიღებთ სემანტიკის ფორმაზე გავლენის საინტერესო ნიმუშებს. სინეზისის მაგალითებია I და II პირის ნაცვალსახელებით რეალიზებული აქტანტების რიცხვში შეთანხმების შემთხვევები პრედიკატთან. როგორც ცნობილია, ეს ნაცვალსახელები სიმრავლეს გამოხატავენ ლექსიკურად და არა - ფორმალურად. სტატიაში განხილული მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რიცხვში შეთანხმების ისტორიული საფუძველი იცვლება. ფორმალური პრინციპი, რომელიც ნორმა იყო ძველ ქართულ ენაში, თანდათან იცვლება სემანტიკურით.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
Attribution 4.0 International CC BY 4.0 Deed ლიცენზიის ფაგლებში ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.
