საზღვაო და მულტიმოდალურ გადაზიდვებში საგანგებო სიტუაციების წარმოშობის რისკების ინტეგრალური შეფასების მეთოდიკა
საკვანძო სიტყვები:
რანჟირება, რისკების მატრიცა, დაზღვევა, თამაშების თეორი, ალბათობაანოტაცია
თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო საზღვაო ფლოტი განიცდის მნიშვნელოვან ზრდას როგორც გემების, ასევე მათ მიერ გადატანილი ტვირთების რაოდენობით. თუმცა ნაოსნობის პროცესი დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთან, რომლებიც აფერხებენ ტვირთების მიწოდების ეფექტურობას. განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებს სახმელეთო-საზღვაო ტვირთზიდვის პროცესებში საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის რისკების გამოკვლევები და მათი შემცირების მეთოდების დამუშავება. ნაშრომში გაანალიზებულია სატრანსპორტო რისკების შეფასების თანამედროვე ეტაპზე არსებული მეთოდოლოგიური მიდგომები და შემოთავაზებულია ავარიული სიტუაციების განვითარების განზოგადოებული მოდელი, რომელიც ეფუძნება უსაფრთხო გადაზიდვის სტატისტიკურ მოდელს და საგანგებო სიტუაციების განვითარების საერთო მოდელს. დამუშავებული მეთოდიკა წარმადგენს რისკების ინტეგრალური შეფასების საფუძველს.
წყაროები
სურგულაძე გ., ი. ქარქაშაძე, ა. მჭედლიშვილი. 2020. ლოგისტიკის მენეჯმენტის მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემების აგება. თბილისი: სტუ.
Devadze M., Kochadze I., Turmanidze T. 2018. „Logistical Risks of Maritime Transport Processes“. The international scientific journal Trans Motauto World Issue . 2/2018: 84-86.
Faustova O., G. 2016. Development of the Method of Integral Assessment and Management of the Risk of Emergency Situations to Increase the Safety of Maritime and Multimodal Cargo Transportation. Dissertation theses. Kaliningrad.
Khalid Bichou, Michael Bell, Andrew Evans. 2014. Risk Management in Port Operations, Logistics and Supply Chain Security. New York.
Кириченко A. В. 2014. Организационно-технические основы безопасности судов и портовых средств. СПб: Изд-во ГУМРФ им. адм. С. О. Макарова.
Топалов В.П. 2007. Риски в судоходстве / В.П. Топалов, В.Г. Торский. Одесса: Астропринт.