ფუნქციური დანიშნულების ხილ-ჟელეს კანფეტის ახალი ასორტიმენტი ლურჯი მოცვის ბაზაზე

ავტორები

  • გულნარა ხეცურიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.05

საკვანძო სიტყვები:

მოცვის პიურე, ხილ-ჟელეს კანფეტი, ტექნოლოგიური პარამეტრები, ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები

ანოტაცია

საკვები პროდუქტების კვებითი ღირებულების ამაღლება  ნატურალური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი ადგილობრივი მცენარეული ნედლეულის გამოყენებით ძალზე აქტუალური და მნიშვნელოვანია.  გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ბუნება გამოირჩევა სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მრავალფეროვნებით, დღეისათვის სულ უფრო აქტუალური ხდება მათი მიზნობრივი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. მოსახლეობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შაქროავნი საკონდიტრო ნაწარმი და მათ შორის კანფეტის სახვადასხვა ასორტიმენტი, ამიტომ მეტად აქტუალურია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ადგილობრივი მცენარეული ნედლეულის გამოყენებით  სამკურნალო-პროფილაქტიკური და ფუნქციური დანიშნულების ხილ-ჟელეს კანფეტის ახალი ასორტიმენტის ტექნოლოგიის შემუშავება. ამ მიზნით შევირჩიეთ საქართველოში გავრცელებული ლურჯი მოცვი და მისგან მიღებული ნახევარფაბრიკატით მოვამზადეთ ხილ-ჟელეს კანფეტი. კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ  ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით საუკეთესოა ნაწარმი, რომლის რეცეპტურაში ვაშლის პიურეს  50% ჩანაცვლებული მოცვის პიურეთი და რეცეპტურიდან ამოღებულია ლიმონის მჟავა, ციტრუსის ესენცია და საღებავი.

წყაროები

ლურჯი მოცვის ბიზნესი საქართველოში. გალტ & თაგარტი. 4 აგვისტო, 2023. მოძიებულია 20. 03. 2024. https://api.galtandtaggart.com/sites/default/files/2023-08/report/blueberry-business-in-georgia_geo

სახელმწიფო სტანდარტი. 2015. ГОСТ 4570-2014. Конфеты. Общие технические условия. Москва, Стандартинформ.

ხეცურიანი, გ., ხუციძე, ც. 2022. შაქროვანი ნაწარმის ტექნოლოგია და ხარისხი. ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდური მითითებები. ქუ¬თა¬ი¬სი. გამომც. ინდ.მეწარმე „მარიამ იობაძე“.

RoBeRtA O SAntoS, Simone C Trindade, LuAnA H Maurer, AndrieLy M Bersch, Claudia K Sautter, Neidi G. Penna. 2016. „Physicochemical, antioxidant and sensory quality of brazilian blueberry wine”. Anais da Academia Brasileira de Ciências, 88, 1557-1568. DOI: 10.1590/0001-3765201620140491

Rolf Nestby, David, Percival, Inger Martinussen, Nina Opstad, Jens Rohloff. 2011. “The European blueberry (Vaccinium myrtillus L.) and the potential for cultivation.” European Journal of Plant Science and Biotechnology. #5, 2011:5-16.

Skrovankova, S., Sumczynski, D., Mlcek, J., Jurikova, T., & Sochor, J. 2015. “Bioactive compounds and antioxidant activity in different types of berries”. International journal of molecular sciences, 16(10), 24673-24706.

Polska Borowka sp.z.o.o. 20. 03. 2024. http://www.polskaborowka.eu/ka/

Рецептуры на конфеты и ирис. 1971. М.: Пищевая промышленность.

Черника - польза и вред для организма. 20. 03. 2024. https://fitomarket.com.ua/fitoblog/chernika-polza-i-vred-dlja-organizma

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-02

გამოცემა

სექცია

სურსათმცოდნეობა

როგორ უნდა ციტირება

ფუნქციური დანიშნულების ხილ-ჟელეს კანფეტის ახალი ასორტიმენტი ლურჯი მოცვის ბაზაზე. (2024). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(23), 53-64. https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.05

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.