მეტყველების თემა-რემატული სტრუქტურა, წინადადების აქტუალური დანაწევრების თეორია და არქიტექსტის რობლემა
საკვანძო სიტყვები:
არქიტექსტი, კომპოზიციური სამტეყველო ფორმა, თემა-რემატული სტრუქტურა, ვერბალური ვერტიკალიანოტაცია
წინამდებარე სტატიში განხილულია წინადადების აქტუალური დანაწევრების თეორია და მისი ორგანული კავშირი არქიტესტის პრობლემატიკასთან. წარმოდგენილი აგრეთვე დიალოგის ის ზოგადენობრივი საფუძველი, რომელის გარეშე შეუძლებელია არქიტექსტის კონცეპტუალიზაცია და მოდელირება. თემა–რემატულობის სტრუქტურის კონცეპტი თავისი წარმოშობითა და შინაარსით უკავშირდება წინადადებას როგორც შინაარსობრივი „დატვირთვის“ პრობლემას. და სწორედ ამიტომ – წინადადების აქტუალური დანაწევრების პრობლემატიკას. თემა–რემატულობა როგორც ენობრივი მოვლენა „ვერ ეტეოდა“ წინადადების ფარგლებში. მაგრამ, ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს საკმარისი პრობლემის უბრალო გადატანა წინადადების დონიდან ტექსტის დონეზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს არის ის პრობლემათა ერთობლიობა, რომლებმაც მიიყვანა თანამდეროვე ლინგვისტიკა ტექსტის ვერბალური კომუნიკაციის უმაღლეს ერთეულად აღიარებამდე. არქიტექსტის პრობლემასთან დაკავშირებული ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია, განხილულ იქნას თემა – რემატულობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, სადაც სამეტყველო-კომპოზიციური ფორმა გადამწყვეტ როლს თამაშობს თემა-რემატული სტრუქტურის არქტიტექსტის კონცეპტში გადასატანად.
წყაროები
თევდორაძე, ნინო. 2010. „ტექტის ლინგვისტიკა“. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Levinson, Stephen.1983. “Pragmatics”, Cambidge University Press.
Шевакова В. 1990. Тема in: Лингвистичесский эрциклопедичесский словарь. Москиа, “Советская энциклопедия“.