ზაქარია ჭიჭინაძე - აჭარაში ზეპირსიტყვიერი ტექსტების მომძიებელი და გამომცემელი

ავტორები

  • ელიტა კახიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2026.1.27.08

საკვანძო სიტყვები:

აჭარა, ფოლკლორი, ეთნოგრაფია, ტექსტი, საგამომცემლო საქმიანობა

ანოტაცია

 ზაქარია ჭიჭინაძე იმ იშვიათ ქართველ მოღვაწეთა შორისაა, რომლებმაც XIX  საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს ეროვნული კულტურის, განათლებისა და წიგნის საქმის განვითარებაში. აჭარა, როგორც საქართველოს კულტურულ–ეთნოგრაფიული სივრცის დასავლეთ ნაწილის ორგანული ნაწილი, XIX საუკუნეში აღმოჩნდა პოლიტიკური და სულიერი დაპირისპირების ეპიცენტრში. ოსმალური მმართველობის პირობებში რეგიონში ქართული ენისა და კულტურის არსებობა საფრთხის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც ეროვნული იდენტობის გამომხატველი დისკურსის დიდი ნაწილი ზეპირსიტყვიერ ფორმებში გადავიდა. ზეპირსიტყვიერება იქცა იმ ალტერნატიულ არხად, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება.  ჭიჭინაძის მოღვაწეობას აჭარაში გააჩნია როგორც ეთნოგრაფიული, ისე ლინგვისტურ-კულტუროლოგიური ასპექტები. სტატიის მიზანია წარმოაჩინოს ზაქარია ჭიჭინაძის მრავალმხრივი როლი აჭარაში ზეპირსიტყვიერი ტექსტების მოძიებისა და გამოცემის საქმეში, გააანალიზოს და შეაფასოს მისი საქმიანობის კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობა,  განსაზღვროს მისი ადგილი ქართული ფოლკლორისტიკისა და ტექსტოლოგიის  განვითარებაში. 

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

ბასილაძე, ნ. 2023. „ზაქარია ჭიჭინაძე და აჭარა“. საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, №22, თბილისი, 2023, 65–176.

კახიძე, ნ. 2004. „ზაქარია ჭიჭინაძე და აჭარა (დაბადების 150 წლისთავის გამო)“. შრომები, №6, ბათუმი, 2004, 304–310.

მგელაძე, ვ. 2015. „ზაქარია ჭიჭინაძე აჭარაში“. ლიტერატურული აჭარა, №6, ბათუმი, 1961, 67–69.

მიქაუტაძე, მ. 2015. „ზაქარია ჭიჭინაძე მაჰმადიან ქართველთა ენობრივი კომპეტენციისა და ეროვნული იდენტობის შესახებ.“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №1(5), ქუთაისი, 2015, 156–164.

ქუცნიაშვილი, ლ. 2013. „ზაქარია ჭიჭინაძე – აჭარის გამუსულმანება ზეპირი გადმოცემის მიხედვით“. რელიგია: სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალი, №3, თბილისი, 2013, 27–32.

ჭიჭინაძე, ზ. 2004. ქართველთა გამუსლიმება სამხრეთ–დასავლეთ კავკასიაში (ზეპირი გადმოცემების მიხედვით). თბილისი: არტანუჯი.

ჭიჭინაძე, ზ. 1927. ოსმალეთის ყოფილი საქართველო და ქართველ მაჰმადიანთა ნაწილი ლაზისტანი: ისტორიულის და ეთნოგრაფიულის მხრით. თბილისი, 1927.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-07-22

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

როგორ უნდა ციტირება

კახიძე ე. (2026). ზაქარია ჭიჭინაძე - აჭარაში ზეპირსიტყვიერი ტექსტების მომძიებელი და გამომცემელი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(27), 131-138. https://doi.org/10.52340/atsu.2026.1.27.08

მსგავსი სტატიები

1-10 — 21

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.