პაუზა წერით მეტყველებაში (ქართული და ინგლისური ენების შეპირისპირებითი ანალიზი)

ავტორები

  • ნუნუ ჩარკვიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • სოფიო ყიფიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

პუნქტუაცია, პაუზა, ოქსფორდის მძიმე, კომპენსაცია, ინტონაცია, მახვილი

ანოტაცია

ინგლისური ენის მართლწერის სწავლებისას აღმოვაჩინეთ გარკვეული სხვაობა ქართულ და ინგლისურ ენებში სასვენი ნიშნების გამოყენების კუთხით. განსაკუთრებულად საყურადღებოდ მივიჩნიეთ იმ სასვენი ნიშნების დახასიათება, რომელთა ფუნქცია წერით მეტყველებაში პაუზის გამოხატვაა. ენობრივი სისტემით განსხვავებულ ქართულ და ინგლისურ ენებში დიდი ინტერესი გამოიწვია პაუზის განხილვამ, სადაც სასვენი ნიშნები მონაწილეობენ. უდავო იყო, რომ ქართველი, ბრიტანელი და ამერიკელი ავტორების ნაწარმოებებიდან ამოკრებილი მაგალითები ნათელს მოჰფენდა ამ საკითხს; ზოგიერთი თეორიული საკითხი კი დაგვეხმარებოდა უფრო ღრმად შეგვესწავლა ის სხვაობა, რაც ახასიათებს შესადარებელ ენებში პაუზის გამომხატველ სასვენ ნიშნებს, მათ ფუნქციას და ადგილს სხვადასხვა ტიპის წინადადებებში. განსაკუთრებით საყურადღებო იყო მძიმის გამოყენების სხვადასხვა შემთხვევა, როგორც ქართულში, ასევე ინგლისურ ენაში. სტატიის მიზანიც გახლდათ დაგვედგინა ის მიზეზები, რამაც გამოიწვია ამ ენებში მძიმის ხმარების სხვადასხვა შემთხვევების არსებობა. ნაშრომის შესრულების პერიოდში ვიხელმძღვანელეთ სხვადასხვა მეთოდით: გრამატიკული გარჩევა, ენაზე დაკვირვება, შედარება-შეპირისპირება. დიდი დახმარება გაგვიწია ასევე ანალიზურ-სინთეზურმა მეთოდმა. ჩვენ მიერ შესადარებელი ენებიც ხომ ერთი (ქართული) სინთეზურია, ხოლო მეორე (ინგლისური) ანალიზური.

წყაროები

გამსახურდია კ. 1954. რჩეული თხზულებანი. რვატომეული. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

გოჩიტაიშვილი ქ. 2018. ქართული ენის მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას.

ვაშაკიძე ი. 2016. ქართული ენის პრაქტიკული კურსი და აკ. წერის საფუძვლები. თბილისი: უნივერსალი. 2016.

კვირიკაშვილი ვ. 2015. „წერითი მეტყველების განვითარების გზები დაწყებით კლასებში“. ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge. 27.08. 2015. მოძიებულია 25.08.2023. http://mastsavlebeli.ge/?p=102

კლდიაშვილი დ. 1988. ქართული პროზა. წიგნი XVI. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

მაღლაკელიძე ნ. 2013. ქართული ენის სწავლების მეთოდიკა/დიდაქტიკა (I-IV კლასები). თბილისი: მერიდიანი.

ჯღარკავა ვ. 2019. „მძიმის არასათანადო ადგილზე დასმის შესახებ“. ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 11.06.2019. მოძიებულია 30.08.2023 http://mastsavlebeli.ge/?p=22197

ჯავახიშვილი მ. 2005. არსენა მარაბდელი. თხზულებანი 7 ტომად. ტომი 4.

თბილისი: საქართველოს მაცნე.

Grammarly. 12. 08. 2022. When to use a Comma before "And". https://www.grammarly.com/blog/comma-before-and/#:~:text=Comma%20before%20and%20that%20joins,we'll%20visit%20the%20Louvre.

Great American Short Stories. 2002. New York: Rover Publications, INC, Mineola.

Lomonsov Moscow State University. 05.05.2019 “Intonation of compound and Complex Sentences”. fonetika_teoria, doc

English Story. 1996. Москва: Менеджер.

University of Houston Law Center. 2018. “Pauses”. Law.uh.edu

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-01-24

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

როგორ უნდა ციტირება

პაუზა წერით მეტყველებაში (ქართული და ინგლისური ენების შეპირისპირებითი ანალიზი). (2025). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2 (22), 62-77. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/35

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.