ლიტერატურული ონტოტექსტოლიგია - გივი მარგველაშვილის მინიატურები

ავტორები

  • გურანდა გობიანი ქუთაისის უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ლიტერატურული ონტოტექსტოლოგია, პოსტმოდერნიზმი, ტექსტის დეკონსტრუქცია, ინტერმედიალური ელემენტები

ანოტაცია

ნებისმიერი მეცნიერება, მათ შორის ონტოლოგია გარე სამყაროს რეალობის პოსტულირებას ახდენს. ონტოლოგია ეს არის ფილოსოფიური მოძღვრება ყოფიერების, ანუ არსებობის, არსის შესახებ. ლიტერატურული ონტოტექსტი, . ლიტერატურული ,,თამაში“, პოსტმოდერნისტული პარადიგმის განუყოფელი ელემენტია, რომლის ცენტრში დგას თემა, სიუჟეტი რეალური პერსონაჟებით, ყოფითი ამბებით, ცხოვრებისეული გამოწვევებით  და დეკონსტრუქციული ტექსტებითრეალობის პოლივარიანტულობა, ექსპერიმეტულობა, კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქცია, ტექსტის კონსტრუქციასთან თამაში და ონტოტექსტი წარმოადგენს სწორედ თანამედროვე გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, გივი მარველაშვილის შემოქმედების მთავარ მამოძრავებელ ღერძს. თავისი მინიატურებით, გამონაგონისა და სინამდვილის, ილუზიურისა და რეალურის ონტოლოგიური აღრევის საფუძველზე, ერთგვარი პოსტმოდერნისტული სიმულაციით, მარგველაშვილი უაღრესად საინტერესო და ექსპერიმენტულ ტექსტს ქმნის, რომელსაც საკმაოდ ვრცელ და მრავალფეროვან ინტერტექსტუალურ სამყაროში გადავყავართ. მარგველაშვილის ონტოლიტერატურის თემატიკა (თემი) ლიტერატურული პერსონაჟების ცოცხალი სახეებია, რომლებიც ახლა, ამ მომენტში, აწმყოში არსებობენ და ბედისწერის (სიუჟეტის) ჩარხის წაღმა დატრიალებას ლამობენ, რათა წიგნის სამყაროში, ლიტერატურლ ,,თამაშში“ მაინც დააბრუნონ ის დაკარგული ,,სილაღე“, რომლისგანაც დიდი ხანია დაცლილია  ჭეშმარიტი, რეალური ყოფა. წიგნის სამყაროს კანონების მიხედვით ეს შესაძლებელია, რადგან, მწერლის აზრით, სამყარო წიგნისმიერი განზომილებაა და მათ კი სწორედ მკითხველი ანუ წაკითხვა ანიჭებთ სინამდვილის და სიცოცხლისუნარანობის განცდას. ამიტომაც ცდილობს ავტორი შეაფხიზლოს მკთხველი თავისი ,,ონტოკონტექსოლოგიური საყვედურით.“

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

ავალიანი, ს. 2007. თეორიული ფილოსოფია. თბილისი: ,,უნივერსალი“. არისტოტელე. 1964. მეტაფიზიკა. მთარგმნელი თამარ კუკავა. თბილისი: გამომცემლობა „ნიკომაქე“.

გაფრინდაშვილი, ნ. 2012. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიული საფუძვლები. თბილისი: ,,მერიდიანი“.

გაფრინდაშვილი, ნ, სიმონიშვილი, მ, აფციაური, ნ., 2021. „გივი მარგველაშვილის ,,მუცალი“: პოსტმოდერნიზმის ესთეტიკა და კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქციის პრობლემა“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი".

http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/10/95 (04.05.2021).

დობორჯგინიძე, ნ. ცაგარელი, ლ. რაისნერი, ო. ქავთარაძე, გ. 2019. ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მალაზონია, დ. მაღლაკელიძე, შ. ჭიაბრიშვილი, ნ. გახელაძე, გ. 2016. ინტერკულტურული განათლების გზამკვლევი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მარგველაშვილი, გ. 2018. მე წიგნის გმირი ვარ, მინიატურები. ქართული გამოცემა. თბილისი: შპს ,,ალონი“.

ცაგარელი, ლ. 2008. „ინტერტექსტუალობა, როგორც ფიქციონალობის სიგნალი“. სამეცნიერო ჟურნალი ,,სემიოტიკა“ . N3, 2008.

Margwvelaschvili, G. 1992. Der ungevorfene Handschuh. Berlin.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-20

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

როგორ უნდა ციტირება

ლიტერატურული ონტოტექსტოლიგია - გივი მარგველაშვილის მინიატურები. (2026). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2(18), 93-106. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/328

მსგავსი სტატიები

1-10 — 39

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.