გინკგო ბილობას ზრდა-განვითარების თავისებურებები წყალტუბოს ცენტრალურ პარკში
საკვანძო სიტყვები:
ორნაკვთიანი გინკგო, ზრდა, განვითარება, გამრავლებაანოტაცია
შესწავლილ იქნა ორნაკვთიანი გინკგოს (Ginkgo biloba) ზრდა-განვითარების თავისებურებები წყალტუბოს ცენტრალურ პარკში. კვლევა მიმდინარეობდა 2019 წლის შემოდგომიდან 2021 წლის ბოლომდე. დადგენილ იქნა, რომ პარკის ტერიტორიაზე იზრდება გინკგოს 4 ძირი ზრდასრული მცენარე, მათგან 1 მდედრობითია, ხოლო 3 მამრობითი; მცენარეების „ყვავილობა“ ემთხვევა ფოთლების გაშლის პერიოდს, აპრილის დასაწყისს, მამრობით ეგზემპლარზე მიკროსპორების მომწიფება 5-6 დღე გარძელდება; მდედრობითი და მამრობითი მცენარეების საშემოდგომო ფერთა ცვალებადობა ერთმანეთს არ ემთხვევა - მამრობითის იწყება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ხოლო მდედრობითის ნოემბრის ბოლოდან და ერთი თვე გრძელდება; ნაყოფების მომწიფება ივლისის ბოლოდან იწყება, ხოლო ჩამოცვენა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან და 3 თვის განმავლობაში გრძელდება; ნაყოფები სრულფასოვნად ვითარდებიან და იზრდებიან განაყოფიერების გარეშე, ხოლო განაყოფიერება და ჩანასახის ფორმირება მიმდინარეობს მათი ჩამოცვენიდან 3-4 თვის განმავლობაში; საკვლევ მცენარეზე თესლების აღმოცენების უნარი 50%-მდე მერყეობდა.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
გუბელაძე, ეკატერინა. 2010. დეკორაციული დენდროლოგია. ქუთაისი: ხანძთა.
ტყავაძე, მალვინა, რამაზ კილაძე, ეკატერინა, გუბელაძე. 2011. დეკორაციული დენდროლოგია - წიგნი პირველი. ქუთაისი: ხანძთა.
„Дерево гинкго билоба – выращивание, размножение, посадка и уход“. ატვირთულია 2.12.2021. https://o-flora.com/derevo-ginkgo-biloba-posadka-i-uhod



