ზმნა XVIII-XIX საუკუნეების ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში

ავტორები

  • თამარ მამარდაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ზმნა, ზმნური კატეგორიები, მეტყველების ნაწილები

ანოტაცია

XVIII-XIX საუკუნეების ფუნდამენტურ ენათმეცნიერულ გამოკვლევებში მოცემულია საყურადღებო და ღირებული ცნობები ზმნის, მისი კატეგორიებისა და მაწარმოებელი აფიქსების შესახებ. ნაშრომში განხილულია ზურაბ შანშოვანის, ანტონ ბაგრატიონის, გაიოზ რექტორის, დავით და იოანე ბაგრატიონების, ვარლამ ერისთავის, იოანე ქართველიშვილის, სოლომონ დოდაშვილისა და პლატონ იოსელიანის გრამატიკული ნაშრომები. ყველა მათგანი ზმნას დამოუკიდებელ მეტყველების ნაწილად მიიჩნევს, იძლევა მის დახასიათებას. თუმცა, უდავოა, რომ ზმნურ კატეგორიებთან დაკავშირებით ანტონ პირველის მიერ მინიშნებული დებულებები გახდა ერთგვარი საფუძველი და იმპულსი მომდევნო ხანის გრამატიკოსებისათვის, რადგანაც მისი გრამატიკა არის ქართული ენის პირველი ფუნდამენტური ენათმეცნიერული ნაშრომი. შემდგომი პერიოდის გრამატიკოსებთან ზმნასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული, საინტერესო აზრია გამოთქმული, ზოგან კი უარყოფილია რიგი ანტონისეული ფასეული შენიშვნები. ცხადია, სხვადასხვა მიზეზთა გამო, რიგს ამ შეხედულებათაგან დღეს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა არის დღევანდელი თვალსაზრისით ფასეული დაკვირვებებიც.

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

აბულაძე, ილია, 1940. ქართული გრამატიკული ლიტერატურის ადრინდელი ძეგლები, სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, #10, 1940.

ანტონ I. 1881. ქართული ღრამმატიკა, თბილისი.

ბაბუნაშვილი, ელენე. 1970. ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

ბატონიშვილი, იოანე. 1990. ხუმარსწავლა (კალმასობა), წიგნი I, თბილისი: გამომცემლობა „მერანი“.

გაიოზ რექტორი. 1970. ქართული ღრამმატიკა, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

დოდაშვილი, სოლომონ. 1961. ქართული ღრამმატიკა, გამოცემული სოლომონ დოდაევისა მიერ, წიგნში სოლომონ დოდაშვილი, თხზულებანი, თბილისი: აკად. გამომცემლობა.

იოსელიანი, პლატონ. 1840. პირუელ-დაწყებითნი კანონნი ქართულისა ღრამმატიკისა, შედგენილნი პლატონ იოსელიანისა მიერ, თბილისი.

ფოცხიშვილი, ალექსანდრე. 1979. ქართული გრამატიკული აზრის ისტორიიდან, თბილისი: გამომცემლობა „განათლება“.

ქართველიშვილი, იოანე. 1825. ქართული ღრამმატიკა. თბილისი.

შანშოვანი, ზურაბ. 1881. მოკლე ღრამმატიკა ქართულისა ენისა, ქმნული ზურაბ შანშოვანისაგან 1737 წელსა, სანკტ-პეტერბურგი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-20

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

როგორ უნდა ციტირება

ზმნა XVIII-XIX საუკუნეების ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში. (2026). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(17), 58-67. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/309

მსგავსი სტატიები

1-10 — 12

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.