მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირება და პრევენცია
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2025.2.26.18საკვანძო სიტყვები:
ორსულობა, მშობიარობა, რისკ-ფაქტორი, ვაგინალური ულტრაბგერა, სერკლიაჟიანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ნაადრევი მშობიარობის განვითარების პროგნოზირება მარტივი, სანდო და ხელმისაწვდომი ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიით ორსულობა 18-24 კვირაზე. საშვილოსნოს ყელის სიგრძის მონიტორინგი და ადექვატური პრევენციული ღონისძიებების გამიყენების ტაქტიკის შემუშავება. კლინიკური დაკვირვება წარმოებდა 157 ქალის ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობაზე. ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკის პროგნთასტული ღირებულების რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება ანამნეზში ერთი ან მეტი ნაადრევი მშობიარობა, ერთი ნაყოფით. მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირებისათვის გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიით. საშვილოსნოს ყელის სიგრძის სწორი, სკურპულოზული განსაზღვრა ორსულობის 18-24 კვირაზე 2 კვირაში ერთხელ, მკურნალობის დაწყების ზღვრულ ნიშნად გვქონდა ყელის სიგრძე ≤ 25მმ. ადექვატური პრევენციული ღონისძიებები გვქონდა მინიმალური - ვაგინალური პროგესტერონი 18 კვირიდან 35 კვირამდე და საშვილოსნოს ყელის სიგრძის დამოკლების ≤ 25 მმ-ზე შემთხვევაში ორსულობის 24 კვირის ვადამდე საშვილოსნოს ყელის სერკლიაჟი. ამგვარად ორმა მარტივმა, ხელმისაწვდომმა, ტექნიკურად სწორად ჩატარებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა საგრძნობლად შეამცირა ნაადრევი მშობიარობის სიხშირე განსაკუთრებით ორსულობიდან 32 კვირამდე.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
Ohuma, E., Molloz, A.B., Braolley, E. 2023. National regional and worldwide estimates of pretezn bizthin 2020: A systematic analysis hancet 2023, https//who:unt/maos – zoom/fact-sheets/pretezm bizth.
NW-Pretezm-Bizth guideline – Final V1-April 2023.
Norwitz, Errol R. 2023. “Progesterone supplementation to reduce the risk of spontaneous preterm labor and birth”, Uptodate 2023.
Berghrlla, Vincenzo. 2023. Short cervix before 24 weeks: Screening and management in singleron pregnancies, Uptodate, 2023.
“Prediction and Rrevention of Spontaneous Preterm Birth”, Practice Bulletine N234, 2021.
Преждевремены роды В03. 2018. https/int/zu/news-zoom/fact-sheets/preterm -bizth.



