მეორადი ნომინაციის მეტაფორული ტიპი სომატურ იდიომებთან მიმართებით

ავტორები

  • ირმა რუსაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.10

საკვანძო სიტყვები:

მეორადი ნომინაცია, სომატური იდიომები, მეტაფორა, სემანტიკური პარალელიზმი

ანოტაცია

სტატია ეხება მეორადი ნომინაციის ერთ-ერთ სახეს როგორიცაა მეტაფორული ნომინაცია და განიხილავს მას თუ როგორ ვლინდება ის  სომატურ იდიომებში, რომლებსაც თავისებურ ესთეტიურ ელფერს მატებს.  ზოგადად, ნომინაციას, რომელიც ენათმეცნიერებაში იყო და  რჩება ერთ-ერთ მარადაქტუალურ პრობლემად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენის სხვადასხვა დონეზე მოქმედი კანონზომიერებების გამოსავლენად. მას პირდაპირი დამოკიდებულება აქვს იდიომის სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებებთან. სტატიაში  საუბარია მეტაფორულ გამონათქვამებსა და სომატურ იდიომებს შორის არსებულ რთულ ურთიერთობაზე, კონკრეტულად გამახვილებულია ყურადღება მეორადი ნომინაციის მეტაფორულ ტიპზე. ინტერდისციპლინური მიდგომის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ენობრივ, შემეცნებით და კულტურულ პერსპექტივებს. საერთოდ, ნომინაციას ენათმეცნიერები ორი კუთხით, ორი თვალსაზრისით, განიხილავენ. განასხვავებენ ნომინაციის ორ სახეს - პირველადსა და მეორადს. მეორადი ნომინაცია სომატური იდიომების გამოვლენის ერთ-ერთ მოდელად შეიძლება ჩაითვალოს. იგი განიხილავს პირველადის შედეგად მიღებული სიტყვისაგან თუ როგორ ხდება ახალი ელემენტების მიღება.

წყაროები

გამყრელიძე, თ., კიკნაძე, ზ., შადური, ი., შენგელაია, ნ. 2003. თეორიული ენათმეცნიერების კურსი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Bloomfield, L. 1914. Sentence and Word. New York: Henry Holt.

Humboldt, W. 1999. The Heterogeneity of Language and its Influence on the Intellectual Development of Mankind. Cambridge: Cambridge University Press.

Гак, В. Г. 1982. Сопоставительная лексикология. Ленинград.

Маслова, В.Л. 2004. Когнитивная лингвистика: Учеб. пособие, минск.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-02

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

როგორ უნდა ციტირება

მეორადი ნომინაციის მეტაფორული ტიპი სომატურ იდიომებთან მიმართებით . (2024). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(23), 115-126. https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.10