ეპითეტების სემანტიკური ურთიერთმიმართებები ანტიკურ ეპოსსა და რუსთაველის ვეფხისტყაოსანში

ავტორები

  • ნათია არველაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/3htb6k60

საკვანძო სიტყვები:

ეპითეტი, ანტიკური ეპიკური პოეზია, რუსთაველი

ანოტაცია

ანტიკურ ეპიკურ პოეზიასა და რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ შორის არსებული მიმართებების შესახებ არაერთი ნაშრომი მოიძებნება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გამოკვეთს აღნიშნულ ტექსტებს შორის მსგავსება-განსხვავებათა საკითხს. ჩვენი ინტერესი ანტიკური ეპიკური პოეზიის სამი წარმომადგენლის შემოქმედებასა და რუსთაველის პოემაში წარმოდგენილი ეპითეტების ურთიერთმიმართების შესწავლისადმი განაპირობა საკითხის დამუშავების იშვიათობამ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში. ანტიკურ ეპიკურ პოეზიასა და რუსთაველის პოემას შორის არსებულ მიმართებებს, საკვლევ ტექსტებში წარმოდგენილი ეპითეტების მსგავსება-განსხვავებების შეპირისპირებით - კომპარატივისტული მეთოდით ვიკვლევთ. ჩატარებული კვლევა გვიქმნის წარმოდგენას იმ მიმართებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას რუსთაველისა და ანტიკური ეპიკური პოეზიის „ნათესაობის“ დამადასტურებელ არგუმენტად. რუსთაველის ეპოსსა და ანტიკურ ეპიკურ პოეზიაში („ილიადა“, „ოდისეა“, „არგონავტიკა“, „ენეიდა“) წარმოდგენილ ეპითეტებს შორის გამოკვეთილი მსგავსებები გვაძლევს საფუძველს იმის სავარაუდოდ, რომ ქართველი ეპიკოსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ანტიკურმა ეპოსმა, ჰომეროსის, აპოლონიოსისა და ვერგილიუსის ავტორობით.

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

წყაროები

არველაძე ნ. 2020: ეპითეტი როგორც მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება (ჰომეროსი, აპოლონიოსი, ვერგილიუსი). დისერტაცია. ხელნაწერის უფლებით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქუთაისი.

ასათიანი ვ. 1996. ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ბარამიძე ალ. 1952. რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ვერგილიუსი. 1976. ენეიდა. თარგმნა რ. მიმინოშვილმა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

როდოსელი აპ. 1975. არგონავტიკა. თარგმნა აკაკი გელოვანმა. თბილისი: გამომცემლობა მეცნიერება.

რუსთაველი შოთა. 1914. ვეფხისტყაოსანი. თბილისი: გამომცემლობა წიგნობრობის ქვეყანა.

სირაძე რ. 1952. სახისმეტყველება. თბილისი: ნაკადული.

ჩიქოვანი მ. 1971. ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ხინთიბიძე ზ. 2000. სცენათა პარალელიზმი ჰომეროსის ეპოსსა და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“. ფასისი, ტ.2.3. თბილისი: თბილისისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჰომეროსი. 2011. ოდისეა. თარგმნა ზ. კიკნაძემ, თ. ჩხენკელმა. თბილისი: პალიტრა L.

ჰომეროსი. 2013. ილიადა. თარგმნა რ. მიმინოშვილმა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

Adorno T. 1997. Aesthetic Theory. London: Continuum.

Dubinsky S. W., Hamilton R. 1998. Epithets as Antilogophoric Pronouns. In: Linguistic Inquiry, Vol 29.4. Columbia: MIT Press.

Virgil. 2006. The Aeneid. Translated by Fagles R. New York: Penguin Books.

Auerbach E. 1968. Mimesis. Beograd: Nolit.

Passakos C.G. Raad B. D. 2009. Ancient Personality: Trait Attributions to Characters in Homer’s Iliad”. Ancient Narrative. Vol. 7.

Rhodius A. 1912. “The Argonautica”. With an English translation by Seaton R.C. London: William Heinemann. The Loeb Classical Library.

Homer. 1927. The Odyssey. With an English translation by Murray A. T. London: William Heinemann. The Loeb Classical Library.

Homer. 1928. The Iliad (With an English Translation by Myrray A. T.). London: William Heyneman LTD.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-07-24

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები

როგორ უნდა ციტირება

არველაძე ნ. (2026). ეპითეტების სემანტიკური ურთიერთმიმართებები ანტიკურ ეპოსსა და რუსთაველის ვეფხისტყაოსანში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2(16), 83-95. https://doi.org/10.52340/3htb6k60

მსგავსი სტატიები

1-10 — 34

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.