ჯავა ჭეიშვილის ნატურმორტები
საკვანძო სიტყვები:
ქართული ფერწერა, ჯავა ჭეიშვილის შემოქმედება, ნატურმორტიანოტაცია
ჯავა ჭეიშვილის ნაწარმოებები არა მარტო თანამედროვე ქართული ხელოვნების შემადგენელი ორიგინალური ნაწილია, არამედ ტილოზე საღებავებით გულმოდგინედ ნაძერწი მხატვრის შემოქმედებითი პორტრეტიც. ჯავა ჭეიშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მხატვრის ყურადღებას იპყრობდა პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები, რელიგიური ჟანრი. თითოეული მათგანი სხვადასხვა ძალით წარმოჩინდა მის შემოქმედებაში. სხვადასხვა დროს ჯავა ჭეიშვილის ნამუშევრები გამოიფინა თბილისში, მოსკოვში, პარიზში, ლონდონში, ნიუპორტსა და ინგოლშტადტში. მხატვარი მონაწილეობდა ფერმწერთა საკავშირო (თერჯოლა, 1979, 1983) და საერთაშორისო პლენერებში (ქუთაისი, 1985, 1988, 1990, 1995), ფერმწერთა და მოქანდაკეთა ინტერნაციონალური სიმპოზიუმების მუშაობაში ქუთაისში (2001, 2003). ჯავას ჭეიშვილის პერსონალური გამოფენები მოეწყო 1980, 1993 წწ. ქუთაისში (დ.კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა), 1981, 2000 წწ თბილისში (გალერეა რეაქცია). ჯავა ჭეიშვილის ნატურმორტები არაერთხელ ქცეულა განხილვის საგნად და მათ ყოველთვის დადებითი გამოხმაურება მოჰყვებოდა