საქორწინო ლექსიკა და ხატოვანი თქმები ტაო-კლარჯულში
საკვანძო სიტყვები:
ქართული ენა, ტაოკლარჯული დიალექტები, ქართული დიალექტური ლექსიკა, საქორწინო ლექსიკაანოტაცია
ტაოკლარჯული დიალექტების ლექსიკისადმი ინტერესი კვლავ აქტუალურია. თურქული ენის გავლენით აღნიშნული ლექსიკა იცვლება. მართალია, არაერთი სტატია თუ მონოგრაფიაა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ლექსიკის დარგობრივი კუთხით ანალიზი და შედარება სხვა დიალექტების მონაცემებთან უფრო სრულყოფილ წარმოდგენას შეგვიქმნის დიალექტის ლექსიკურ თავისებურებათა შესახებ. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ისეთი მყარი ინსტიტუტის ლექსიკაზე დაკვირვება, როგორიცაა საქორწინო ურთიერთობები თუ წეს- ჩვეულებები. გამოვლინდა არაერთი საინტერესო ლექსიკური ერთეული და ხატოვანი სიტყვა- თქმა. ეს ლექსიკური ერთეულები თუ ხატოვანი თქმები არა მხოლოდ ლექსიკოლოგიური, არამედ ეთნოკულტუროლოგიური კუთხითაც სახასიათო და მნიშვნელოვანი მასალაა. გარდა აღნიშნულისა, ტაოკლარჯული კილოები ყოველდღიურად განიცდის თურქული ენის ძლიერ გავლენას და, შესაბამისად, ჯერ კიდევ გადარჩენილი თითოეული ლექსიკური ერთეულის აღნუსხვა- შესწავლა ისევ მნიშვნელოვან, საშურ და აქტუალურ საკითხად რჩება. ლექსიკურ ერთეულთა ანალიზისას ვეყრდნობით 2004 -2018 წლებში ჩვენ მიერ ჩაწერილ და სამეცნიერო მიმოქცევაში არსებულ ტექსტებს.