ხის კულტი ჰერეთის მკვიდრთა ცნობიერებაში (ახალი ფოლკლორული მასალების მიხედვით)

ავტორები

  • ნაილე მიქელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ავტორი
  • მარიამ პაპიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ფოლკლორი, ჰერეთის ფოლკლორი, ხის თაყვანისცემა, რწმენა-წარმოდგენები

ანოტაცია

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ისტორიულ ჰერეთში დაცული მასალები, რომლებიც ჩაწერილია კახის რაიონის სოფლების – ალიბეგლოსა და ყარამეშას მოსახლეობაში. ნაშრომში ვხვდებით საინტერესო და ყურადსაღებ თქმულებებს, ლეგენდებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართველი ერის ისტორიოგრაფიისა და კულტურული ცნობიერების ასამაღლებლად. მიუხედავად ისტორიული ბედუკუღმართობისა, ჰერეთის მკვიდრებს კარგად შემოუნახავთ წინაპრისეული რწმენა, ტრადიციები. საყურადღებოა „წმინდა საგნებისადმი“, წმინდანების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელსაც მათ მეხსიერებათა კორპუსში ვაწყდებით და ზოგადქართული ფოლკლორის იდენტურია. ამრიგად, აქაურ მკვიდრთა ცნობიერებაში დაცული ფოლკლორული მასალები ეხმიანება ზოგადქართულ მასალებს და ერთხელ კიდევ ცხადყოფს, რომ ჰერეთი ოდითგანვე საქართველოს  განუყოფელი ნაწილი იყო. აღნიშნული მასალა ნაკლებად შესწავლილია. მკვლევართათვის ინტერესმოკლებული არ იქნება მათი გაცნობა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

ხის კულტი ჰერეთის მკვიდრთა ცნობიერებაში (ახალი ფოლკლორული მასალების მიხედვით). (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 139-148. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/207

მსგავსი სტატიები

1-10 — 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.