ვაჟა-ფშაველას „სტუმარლიმინალობის თეორია მასპინძელი“ და (ინტერპრეტაცია)
საკვანძო სიტყვები:
ლიმინალობის ანთროპოლოგიური თეორია, ვაჟაფშაველა, „სტუმარ-მასპინძელი”ანოტაცია
სტატიის მიზანია ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ ლიმინალობის თეორიის კონტექსტში გააზრება და ამ მხატვრული ტექსტის ახლებური ინტერპრეტაციის შემოთავაზება. ლიმინალობის ცნება „ორ განსხვავებულ სივრცეს შორის გასასვლელს, მიჯნას“ აღნიშნავს. ლიმინალობა სოციალური სტატუსის, ღირებულებების, წესების, პრინციპების, პიროვნული თუ სხვა ტიპის ტრანსფორმაციას, უპირველესად, კი, იდენტობის ძიების პროცესს უკავშირდება. ლიმინალობის ანთროპოლოგიური თეორიის თანახმად, ნებისმიერი სახის ცვალებადობა გულისხმობს 3 ფაზას. 1. სეპარაცია ანუ გამოცალკევება; გარკვეული სოციალური ერთობისაგან გამიჯვნა ინდივიდუალური არჩევანის საფუძველზე; ამ დროს ინდივიდი ერთობისათვის ნიშნეულ მახასიათებლებს კარგავს, 2. ლიმინალობა, ეს, სტადია მოიცავს ნორმატიული კონტექსტისაგან გამოცალკევებას და ადრინდელის საპირისპირო სამყაროს შექმნას, 3. ინკორპორაცია/რეაგრეგაცია, გაერთიანება, საზოგადოებაში განახლებული სოციალური სტატუსით დაბრუნება. ლიმინალობის თეორია კვლევის ინტერდისციპლინურ მეთოდად მიიჩნევა. მისი საშუალებით შესაძლებელია ჰუმანიტარული თუ სოციალური აზროვნების სფეროს სხვადასხვა მოვლენის გააზრება. ამ მხრივ საყურადღებო სურათს გვთავაზობს მხატვრული ლიტერატურაც. სწორედ ამ თვალსაზრისით შევარჩიეთ საკვლევ ტექსტად ვაჟაფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ვფიქრობთ, საინტერესო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს ამ პოემის ლიმინალობის თეორიის დახმარებით შესწავლა; ამ კონტექსტში, სიუჟეტური ხაზის კვალდაკვალ, პერსონაჟთა თვითშემეცნების პროცესის ფაზების გამოკვეთა და გააზრება.