ტექნოლოგიების გავლენა ანატომიის სწავლის შედეგებზე

ავტორები

  • ირინე ფხაკაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • გიორგი გაბუნია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • დალი შონვაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • მარი როდონაია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2024.2.24.18

საკვანძო სიტყვები:

სამედიცინო განათლება, ვიზუალიზაციის საშუალებები, Anatomage, 3D Organon VR Anatomy

ანოტაცია

თანამედროვე სამედიცინო სწავლების პრიორიტეტების საპასუხოდ საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაციის პროცესში გამოწვევად იქცა  სტუდენტებს შორის შემეცნებითი აქტივობების უზრუნველყოფა, გუნდური მუშაობა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციის ეპოქა გვაფიქრებს მომავალი გამოწვევებისათვის  მზაობის უზრუნველყოფის გზებზე, მათ შორის სწავლებაში ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებაზე, რათა თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალა, გავაუმჯობესოთ აღქმა და ვიზუალურად წარმოვაჩინოთ საკითხის/პრობლემის არსი. სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვა განსაკუთრებით აქტუალურია ფუნდამენტური სასწავლო კურსების სწავლებაში.  აღნიშნული კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ რა გავლენას ახდენს ანატომიის სწავლებაში თანამედროვე მეთოდებისა ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესზე და სწავლის შედეგებზე, როდესაც დისექციის კურსი თანდათან ჩანაცვლდა ვიზუალიზაციის საშუალებებით (Sugand  K.,  Abrahams P,  Khurana  A.) კვლევის მიზნის მისაღწევად, გაანალიზდა სასწავლო მოდულების - „ორგანიზმის სისტემები“ ფარგლებში ანატომიის სწავლის შედეგები. კვლევა ჩატარდა ნახევარად ექსპერიმენტული ინტერვენციის მეთოდით. შეფასდა  სტუდენტთა მიღწევები, ჯამში გაანალიზდა 816 სტუდენტის შეფასება, როგორც დაგროვილი ცოდნის, ასევე  ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, უკანასკნელის შესაძლებლობას იძლეოდა შეფასების თანამედროვე მეთოდი - ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა OSPE (Objective Structured Practical exam).

წყაროები

მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, დამტკიცებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 16 ნოემბრის №1465694 ბრძანებით.

Böckers, A. Jerg-Bretzke, L. Lamp, C. 2010. „The gross anatomy course: An analysis of its importance.“ Anat. Sci. Educ. 3, 2010: 3-11.

Estai, M. Bunt, S. 2016. „Best teaching practices in anatomy education: A critical review.“ Ann Anat. 208, 2016:151–157.

McLachlan, JC. Patten, D. 2006. „Anatomy teaching: ghosts of the past, present, and future.“ Med Educ. 40, 2006: 243-253.

Paech, D. Giesel, FL. Unterhinninghofen R. Schlemmer, HP. Kuner, T. Doll, S. 2017. „Cadaver-specific CT scans visualized at the dissection table combined with virtual dissection tables improve learning performance in general gross anatomy.“ Eur Radiol. 27(5), 2017: 2153-2160.

Sugand, K. Abrahams, P. Khurana, A. 2010. „The anatomy of anatomy: a review for its modernization.“ Anat. Sci. Educ. 3, 2010: 83–93.

Smith, KE. Ruhoo, HO. Gopalan, C. 2009. „Utilization of Anatomage Table Technology Enhances Knowledge, Comprehension, and Application of Human Anatomy and Physiology in Multiple setting.“ The FASEB Journal. The abstract is from the Experimental Biology 2019 Meeting Abstract #589.19.

Turney, BW. 2007. „Anatomy in a Modern Medical Curriculum.“ Ann R Coll Surg Engl. 89(2), 2007: 104-107.

Winkelmann, A. 2016. „Consent and consensus—ethical perspectives on obtaining bodies for anatomical dissection.“ Clin Anat. 29, 2016: 70-77.

Winkelman, A. 2007. Anatomical dissection as a teaching method in medical school: a review of the evidence. Medical Education. Wiley Online Library, Germany.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-05

გამოცემა

სექცია

საზოგადოებრივი მეცნიერებანი

როგორ უნდა ციტირება

ტექნოლოგიების გავლენა ანატომიის სწავლის შედეგებზე. (2025). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 2(2 (24), 260-272. https://doi.org/10.52340/atsu.2024.2.24.18

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.