ეთერზეთოვანი მცენარეები ხვამლისა და ნაქერალას ქედების ფლორაში

ავტორები

  • ნინო ძოწენიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.07

საკვანძო სიტყვები:

ნაქერალა, ხვამლი, მცენარეულობა, ეთერზეთი, სახეობა

ანოტაცია

სის­ტე­მა­ტი­კუ­რად იქ­ნა შეს­წავ­ლი­ლი ნა­ქე­რა­ლას და ხვამ­ლის ქე­დე­ბის ფლო­რა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეთე­რო­ვა­ნი ზე­თე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი. ეთერ­ზე­თე­ბის შემ­ცველ მცე­ნა­რე­ებს ოდით­გან­ვე დი­დი გა­მო­ყე­ნე­ბა ჰქონ­დათ მე­დი­ცი­ნა­სა და პარ­ფი­უ­მე­რი­ა­ში, რო­გორც ძვირ­ფასს ნედ­ლე­ულს ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი, სპაზ­მო­ლი­ტუ­რი, ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი, სეკ­რე­ცი­ის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად. საკ­ვლევ რა­ი­ონ­ში აღ­მოჩ­ნდა ეთერ­ზე­თე­ბის შემ­ცვე­ლი 42 სა­ხე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან 19 ბო­ტა­ნი­კურ ოჯახ­სა და 39 გვარს. დო­მი­ნან­ტი ოჯა­ხე­ბი­ა: Labiatae (9 სა­ხე­ო­ბით)  და  Cruciferae (5 სა­ხე­ო­ბით), 21 სა­ხე­ო­ბა ბა­ლა­ხო­ვა­ნი­ა, 7-ბუჩ­ქო­ვა­ნი, 3-ხემ­ცე­ნა­რე­ა. კავ­კა­სი­ის ენ­დე­მია ერ­თი სა­ხე­ო­ბა-Valeriana tiliaefolia.   თა­ვად საკ­ვლე­ვი ტე­რი­ტო­რი­ა, მი­ე­კუთ­ვნე­ბა კოლ­ხე­თის ბო­ტა­ნი­კურ­-გე­ოგ­რა­ფი­ულ პრო­ვინ­ცი­ას, ხვამ­ლი­სა და ნა­ქე­რა­ლას ქე­დე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია და­სავ­ლეთ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის კირ­ქვი­ა­ნე­ბის ტყი­სა და ალ­პურ ქვეპ­რო­ვინ­ცი­ებ­ში. ნა­ქე­რა­ლას ქე­დი გა­მო­ყო­ფი­ლია ცალ­კე და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­რა­ი­ო­ნად რა­ჭის კირ­ქვი­ა­ნი ქე­დი­სა და ლე­ჩხუ­მის რა­ი­ო­ნის ფარ­გლებ­ში. ეს უკა­ნას­კნე­ლი  მო­ი­ცავს: 1.ლე­ჩხუმ­-რა­ჭის და­ბალ­მთი­ან ქვე­რა­ი­ო­ნი 2. ნა­ქე­რა­ლას ქვე­რა­ი­ო­ნი 3. სა­წა­ლი­კე-­ხი­ხა­თა-­ლეკ­ნა­რის ქვე­რა­ი­ო­ნი 4. შქმე­რის ქვე­რა­ი­ო­ნი. ნა­ქე­რა­ლას ქვე­რა­ი­ონ­ში ავ­ტო­რე­ბი აერ­თი­ა­ნე­ბენ ნა­ქე­რა­ლას ქედს, თავ­შა­ვას მა­სივს, შა­ო­რის ქვა­ბულს. ჩვენს საკ­ვლევ ტე­რი­ტო­რი­ა­ში შე­დის­: რა­ჭის ქე­დის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, კერ­ძოდ: თავ­შა­ვა, ნა­ქე­რა­ლა, სა­წა­ლი­კე, წმინ­და გი­ორ­გი.

წყაროები

გაგნიძე, რევაზ, დავითაძე მურმან. 2000. ადგილობრივი ფლორა. ბათუმი.

გაგნიძე, რევაზ. 1996. მცენარეთა გეოგრაფია. თბილისი.

გაგნიძე, რევაზ. 2005. საქართველოს ფლორის კონსპექტი. ნომენკლატურული ნუსხა. თბილისი.

ერისთავი, ლინა. 2012. სამკურნალო მცენარეები. თბილისი.

საქართველოს ფლორა. 1971-1987. III-IX ტ. თბილისი.

სოხაძე, ელენე. 1969. საქართველოს კირქვიანი მთების ბოტანიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა. თბილისი.

ქუთათელაძე, ალექსანდრე. 1962. „საქართველოს ენდემები იმერეთის კირქვიანების ფლორაში“. საქ. ბოტ. საზ. „მოამბე“. თბილისი.

Гагнидзе, Р.И., Кемулариа-Натадзе, Л.М. 1985. Ботаническая география флора Рача-Лечхуми. Тбилиси.

Колаковский, А.А. 1958. „Ботанико-географическое районирование Колхиды“, труды сухумского ботанического сада.

Колаковский, А.А. 1961. Растительный мир Колхиды. Москва.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-02

გამოცემა

სექცია

მეცნიერება მცენარეთა შესახებ

როგორ უნდა ციტირება

ეთერზეთოვანი მცენარეები ხვამლისა და ნაქერალას ქედების ფლორაში. (2024). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(23), 80-90. https://doi.org/10.52340/atsu.2024.23.01.07