შავი ზღვის ფოთის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა წყალქვეშა ბარიერების გამოყენებით

ავტორები

  • ივანე საღინაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • მანანა ფხაკაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ნაპირი, ეროზია, ტალღა, გეოტუბი

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლში არსებული ეროზიული ხასიათის ნაპირდაცვითი პრობლემები. სანაპირო ზოლის არსებული გეომეტრიული და ფიზიკური პარამეტრების გათვალისწინებით შემუშავებულია ნატანის ტრანსპორტირების მათემატიკური მოდელი. მიღებული განტოლებების რიცხვითი ამოხსნების შედეგად გამოთვლილია ნატანის ტრანსპორტირების სიჩქარეები. განსაზღვრულია სანაპირო ზოლში ნატანის მოძრაობის ტენდენციები, მისი დეფიციტის რაოდენობრივი მაჩვენებელი და მრავალწლიურ ჭრილში ეროზიის საშუალო სიჩქარე. ნაპირზე ტალღური დატვირთვებისა  და ეროზიული პროცესების შემცირების მიზნით გამოყენებულია ზღვის სიღრმეში წყალქვეშა ტალღმტეხი ბარიერების მოწყობის მეთოდი. წყალქვეშა ბარიერებად გამოყენებულია ქვიშით ავსებული გეოტექსტილის მილები, გეოტუბები. აკუმულაციური ნაპირის შემთხვევაში გაანგარიშებულია წყალქვეშა გეოტუბების ზღვის ფსკერზე განთავსების გეომეტრიული და ფიზიკური პარამეტრები. ნატურული დაკვირვებებისა და შემუშავებული რიცხვითი მოდელების ანალიზის საფუძველძე, შემუშავებულია მდინარე რიონის „საქალაქო არხის“  სამხრეთით მდებარე სანაპირო ზოლის დასაბუთებული ნაპირდაცვითი ესკიზური პროექტი.

წყაროები

გაგოშიძე, შ., კოდუა, მ., საღინაძე, ი., ქადარია, ი. 2017. სამდინარო ჰიდრომშენებლობა და საქართველოს შავიზღვისპირეთის გეომორფოლოგიური პროცესები. თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“.

საღინაძე, ი., გამეზარდაშვილი ზ. 2018. „შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლში შტორმების დროს ტალღების გავრცელებისას წყლის საშუალო დონის ცვლილების გაანგარიშება“. საქართველოს საინჟინრო სიახლენი . N1. 2018: 63-67.

საღინაძე, ი., ფხაკაძე, მ. 2020. საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენებათა თეზისები. ბათუმი, 2020: 112-113.

Bellotti, G. 2007. „An Improved Analytical Model for Estimating Water level set-up and currents induced by waves over submerged low crested coastal defense structures“. Proceedings of the 5th Coastal Structures In-ternational Conference, 1, 2007: 975-989.

Ranasinghe, R., M. Larson and J. Savioli. 2010. „Shoreline response to a sin-gle shore-parallel submerged breakwater“. Coastal Engineering 57, 2010: 1006-1017.

Saghinadze, I., Kodua, M. 2019. „A Mathematical Model of Sediment Transport of the Poti Coastal Zone“. International Journal of Engineering Research and Technology (IJERT). Volume 12, Number 12. 2019: 3032-3037.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-01-25

გამოცემა

სექცია

ოკეანის ინჟინერია

როგორ უნდა ციტირება

შავი ზღვის ფოთის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა წყალქვეშა ბარიერების გამოყენებით. (2025). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(21), 200-219. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/68