უწყვეტი ტანის დეფორმირების ბლანტდრეკადი მიკროპოლარული მოდელი ბრტყელი დეფორმირებული მდგომარეობისათვის
საკვანძო სიტყვები:
ბლანტდრეკადი, მომენტური ძაბვები, მიკროპოლარული, ძაბვა, დეფორმაცია, დეფორმაციის სიჩქარეანოტაცია
ნაშრომში განხილულია უწყვეტი ტანის დეფორმირების ბლანტდრეკადი განზოგადებული მოდელი, რომელშიც ტანის შემადგენელი ყოველი მიკრონაწილაკი ასრულებს სპეციფიკურ გადაადგილებებს და ქმნიან ეგრეთწოდებულ მიკროპოლარულ არეს. მიკროპოლარულ არეში გათვალისწინებულია ნაწილაკების ბრუნვითი ურთიერთქმედება და ძაბვების ჩვეულებრივ ველთან ერთად არსებობენ ასევე, ბრუნვით ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული მომენტური ძაბვები. ძაბვები და დეფორმაციები აღიწერებიან არასიმეტრიული ტენზორებით. დრეკადი და ბლანტი ელემენტების პარალელური შეერთების პრინციპის საფუძველზე ჩაწერილია ბლანტდრეკადი მოდელის განმსაზღვრელი განტოლებები. მიღებულია ჩაკეტილ განტოლებათა სისტემა ორგანზომილებიანი ბრტყელი დეფორმირებული მდგომარეობისათვის, ხაზოვანი გადაადგილების და ბრუნვის ვექტორების კომპონენტების მიმართ. ფორმულირებულია საწყისი და სასაზღვრო პირობები.
წყაროები
Sandru, N. 1966. „On Some Problems of the Linear Theory of the Asymmetric Elasticity“ // Int.J.Eng.Sci., 4, №1. 1966.
Еремеев, В. А., Зубов, Л.М. 1999. „Теория упругих и вязкоупругих микрополярных жидкостей“ //ПММ. 1999, т.63. Вып.5, 1999: 801-815.
Новацкий, В. 1975. Теория упругости (Перевод с польского). М.: Изд.-во Мир.
Никабадзе, М.У. 2010. „К условиям совместности в линейной микрополярной теории“ //Вестн. Моск. ун-та. Сер. 1. Матем. Механ. №5. 2010: 48–51.