სამეგრელოს ალუვიური ნიადაგების კვლევა თხილის კულტურისთვის კვების სქემის შესარჩევად

ავტორები

  • მზევინარ შალამბერიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ნიადაგის კვლევა, თხილის კულტურა, ნაყოფიერების გაზრდა

ანოტაცია

კვლევა ეხება სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის (ნოსირი) სასწავლო-საცდელ მეურნეობაში, ალუვიურ, დაბალნაყოფიერ ნიადაგებზე გაშენებულ თხილის პლანტაციაში სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებების შერჩევას და მის გავლენას ნიადაგის ნაყოფიერებაზე და მოსავლიანობაზე. აღნიშნული პლანტაცია გაშენებულ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული ფაკულტეტის ბაზაზე. კვლევის მიზანია თხილის უკვე არსებული სამრეწველო პლანტაცისთვის, კონკრეტული ნიადაგურ-კლიმატური პირობებისათვის მორგებული, ნიადაგის განოყიერების მეცნიერულად დასაბუთებული საუკეთესო ვარიანტების შერჩევა. ნაშრომში მოცემულია თხილის პლანტაციაში  ნიადაგური კვლევის შედეგები და მის საფუძველზე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და თხილის კულტურის მოსავლიანობის გაზრდისათვის შერჩეული ღონისძიებების დაგეგმარების და განხორციელების შედეგები.

წყაროები

აგროპედია/Agropedia. თხილის ჯიშები - ანაკლიური. განთავსებულია 02.03.2019. მოძიებულია 14.02.2023. მის: http://www.agropedia.ge/news/515

კაცია ი., დეისაძე ს. 2021. უბრუნდება თუ არა თხილის ექსპორტი ძველ ნიშნულს? განთავსებულია 28.06.2021. მოძიებულია 13.02.2023. მის: https://iset-pi.ge/ka/blog/2930-are-georgias-hazelnut-exports-back-on-track

ლორთქიფანიძე რ. 2012. ნაყოფიერების გაუმჯობესება და თხილის გაშენების ტექნოლოგიები სამეგრელოსა და იმერეთოს ალუვიურ ნიადაგებზე. ქუთაისი: გამომცემლობა შპს ,,მბმ-პოლიგრაფი“. მარგველაშვილი გ. 2019. ნიადაგის ქიმიური ანალიზი. თბილისი: გამომცემლობა „საჩინო“.

ტყეშელაშვილი შ. 2020. ქართული თხილი მსოფლიოში: რიგით მერამდენე მწარმოებელია საქართველო? განთავსებულია 27.02.2020. მოძიებულია 14.02.2023. მის: https://bm.ge/ka/article/the-finance-minister-has-two-new-deputies/90718

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-01-25

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებანი

როგორ უნდა ციტირება

სამეგრელოს ალუვიური ნიადაგების კვლევა თხილის კულტურისთვის კვების სქემის შესარჩევად. (2025). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, 1(21), 22-29. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/moambe/article/view/52

მსგავსი სტატიები

1-10 — 21

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.