საათი, როგორც ანტიუტოპიური დროის სიმბოლო
საკვანძო სიტყვები:
ანტიუტოპია, გაჩერებული დრო, ტოტალიტარიზმიანოტაცია
საბჭოთა ლიტერატურის არსებობა თავისთავად გულისხმობს ანტიუტოპიური რომანის ფორმირებას, რომლისთვისაც განსაკუთებით ნიშანდობლივია „გაჩერებული“ ანუ „გაყინული დრო“, რაც გარკვეულ ჩარჩოში მოქცევის, უმოქმედობის ნიშანია და ის ხდება მიზეზი მომავლისკენ ხედვის, ამ დროს მწერალი „იძულებულია“ მყოფადის სახელით რაღაც შეცვალოს, „დაასრულოს“ ისტორია, მაგრამ ისე, რომ პერსონის მიერ განხორციელებული დროში ნახტომი შენიღბოს. გურამ ფანჯიკიძის რომანების ანტიუტოპიურ ჭრილში განხილვისას აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს დროის ფაქტორს, რაც ბევრჯერ წამოჭრილა მის ტექსტებში. გურამ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“ უძრაობის ეპოქაში შექმნილი რომანია, რომლის პერსონაჟებიც მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში აცნობიერებენ მოქმედების არსს თუ საჭიროებას და საათის აჩქარებულ ისრებთან ერთად დინამიკაში მოჰყავთ საკუთარი თავი, რომ შეძლონ აწმყოს სახელით მომავლისკენ ხედვა, იმისათვის, რომ „სხვა“ სივრცეში მაინც დადგეს „სხვა“ დრო.
წყაროები
ავგუსტინე ა. 2021. აღსარებანი. 15.10. 2023
https://eon.ge/wp-content/uploads/2021/05/eon.ge-agsarebani.pdf
ბახტინი, მ. 2008. „კარნავალიზებული ლიტერატურა“. ჟურნალი სჯანი, N9, 2008.
ბარბაქაძე, ც. 2011. „დროის უნივერსალური კონცეპტუალური მეტაფორები ანუ წრფეზე და წრეზე მოძრავი დრო“. სემიოტიკა. #9, 2011.
ბრეგვაძე, ბ. 2022. დრო და მარადისობა. თბილისი : ინტელექტი.
გამსახურდია, კ. 1992. ნოველები, I ტომი. თბილისი.
გაჩეჩილაძე, გ. 1973. „რომანი და მკითხველი“ . მნათობი N5, 1973.
მანი, თ. 2022. ჯადოსნური მთა. თბილისი: პალიტრა L.
რატიანი, ი. 2010. ტექსტი და ქრონოტიპი. თბილისი: შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი.
ფანჯიკიძე, გ. 1986. თხზულებანი 3 ტომად. ტ. II. თბილისი.
Гелер Л. 1985. „Вселенная за пределом догмы“. მოძიებულია 15.10. 2023.
https://vtoraya-literatura.com/pdf/geller_lleonid_vselennaya_za_predelom_dogmy_1985_text.pdf
Лани Б. А. 1993. Русская литературная утопия XX века. Mосква.