საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება და რეგიონული ინტეგრირება: სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრატეგიების მნიშვნელობა
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2026.1.27.11საკვანძო სიტყვები:
კაპიტალის ბაზარი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა, კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ფინანსური ინტეგრაციაანოტაცია
კვლევითი ნაშრომის მიზანია აღწეროს ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული ტრანსფორმაციული მარეგულირებელი და საზედამხედველო რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ნაშრომი დეტალურად განიხილავს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ბოლო წლების დინამიურ ზრდას, ის ხაზს უსვამს ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და ასახავს სამომავლო პერსპექტივებს. ნაშრომი წარმოადგენს სამეცნიერო და სხვა ანალიტიკური ლიტერატურის მიმოხილვას. ის აანალიზებს კორპორაციული და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარებას, რომლებიც არსებითად წარმოადგენენ საქართველოს კაპიტალის ბაზარს. სტატისტიკური და თვისობრივი მტკიცებულებები მიუთითებენ იმაზე რომ, სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. ტენდენციები ადასტურებენ რომ, პოლიტიკის შემქმნელებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს კაპიტალის ბაზრის გეოპოლიტიკურ როლს და მის აქტიურ ინტეგრაციას რეგიონულ ფინანსურ ბაზრებზე.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
საქართველოს ეროვნული ბანკი. „წლიური ანგარიში“ (2008–დან 2024 წწ. ჩათვლით), თბილისი, საქართველო.
საქართველოს საფონდო ბირჟა. „კრებსიდი ანგარიშები“ (2008–დან 2023 წწ. ჩათვლით), თბილისი, საქართველო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი. 2016. „კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია“, თბილისი, საქართველო.
საქართველოს მთავრობა, 2022 (a). "საქართველოს 2023−2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია", თბილისი, საქართველო.
საქართველოს მთავრობა, 2022 (b). კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, თბილისი, საქართველო.
Facundo Abraham et al., 2021. The rise of domestic capital markets for corporate financing: Lessons from East Asia. Journal of banking and Finance, volume 122.
Juan J. Cortina et al., 2021. Global corporate debt during crises: Implications of switching borrowing across markets. Journal of international Economics, Volume 131.
Нущубидзе, Т. 2008. Автореферат на тему диссертации Государственное Регулирование Рынка Ценных Бумаг Грузии . Санкт-Петербург.



