სისტემაწარმომქნელ ქსელში რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი დანადგარების გავლენა აქტიური სიმძლავრის დანაკარგებზე
საკვანძო სიტყვები:
კრიტერიუმი, მაკომპენსირებელი დანადგარი, მუშა ძაბვა, სიმძლავრის დანაკარგები, სისტემაწარმომქნელი ქსელიანოტაცია
სტატიაში განხილულია სისტემაწარმომქნელ ქსელში შერჩეული რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელ დანადგართა გავლენა აქტიური სიმძლავრის დანაკარგებზე. შედგენილია მოდელირებული 500 კვ ძაბვის სისტემაწარმომქნელი ქსელი და გაანგარიშებულია აქტიური სიმძლავრის დანაკარგები საკუთრივ ამ ქსელში. ანგარიში ჩატარებულია რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციამდე და კომპენსაციის შემდგომ, დატვირთვის ორი ზღვრული (მაქსიმალური, მინიმალური) რეჟიმისათვის. ჩატარებულ ანგარიშთა შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო, დადგინდა, რომ სისტემაწარმომქნელ ქსელში ძაბვის ხარისხის კრიტერიუმის მიხედვით შერჩეული რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი დანადგარები ერთისმხრივ კვანძთა ძაბვის მუშა მნიშვნელობებს არეგულირებს დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მეორესმხრივ ამცირებს ქსელში აქტიური სიმძლავრისა და ენერგიის დანაკარგებს.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
მახარაძე, გ., ჯაფარიძე, დ. 2020. სისტემაწარმომქნელ ქსელში რეაქტიული სიმძლავრის დამატებითი წყაროს შერჩევის კრიტერიუმი და მათემატიკური მოდელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. ISSN: 1512-0996, N4(518), დეკემბერი 2020: 105-112.
მახარაძე, გ. 2005. ენერგოსისტემების რეჟიმების მართვა და ოპტიმიზაცია. თბილისი: „ტექნიკური-უნივერსიტეტი“.
მახარაძე, გ. 2015. ელექტროენერგეტიკული (ელექტრული) სისტემები. თბილისი: „უნივერსალი“.
Железко, Ю.С. 1981. Компенсация реактивной мощности в сложных электрических системах. М.: Энергоиздат.



