ხაჭოს შრატის დემინერალიზაცია და ნეიტრალიზაცია ნანოფილტრაციის პროცესში
საკვანძო სიტყვები:
დემინერალიზაცია, მჟავიანობის შემცირება, რძის შრატი, ნანოფილტრაცია, მემბრანაანოტაცია
რძის პროდუქტების ღირებულების შესამცირებლად და რძის შრატის არასწორი უტილიზაციით, გამოწვეული ეკოლოგიური ზიანის გამოსარიცხად საჭიროა უზრუნველყოთ მისი 100 % გადამუშავება მოწინავე ინოვაციური ტექნოლოგიით. არსებული ტექნოლოგიით ლაქტოზის წარმოების დროს ყველაზე მეტ პრობლემას ქმნის მჟავე შრატის გადამუშავება. ამიტომ ასეთ შრატს სჭირდება დამატებითი დამუშავება. პირველ რიგში აუცილებელია ნაწილობრივი დემინერალიზაცია და მჟავიანობის შემცირება. თანამედროვე პირობებში რძის საწარმოებში მჟავიანობის შემცირება ხორციელდება ტუტე რეაგენტის დამატებით. ტუტის შეტანა უარყოფითად მოქმედებს მიღებული პროდუქტის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. რძის შრატის ტუტით დამუშავების ალტერნატივად შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტროდიალიზი ბიპოლარული მემბრანების გამოყენებით. ინოვაციური ტექნოლოგია წარმოადგენს კლასიკური და ბიპოლარული ელექტროდიალიზების შერწყმას. მჟავე შრატის დემინერალიზაცია და მჟავიანობის კორექტირება მოხდება დამატებითი რეაგენტების გამოყენების გარეშე. ელექტროდიალიზით დამუშავებამდე რძის შრატის ნაწილობრივი დემინერალიზაციისათვის (35%-მდე), აგრეთვე ბუფერული მოცულობის (4-ჯერ) და მჟავიანობის (30%-მდე) შესამცირებლად, ვახდენთ რძის შრატის ნანოფილტრაციას.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
რუხაძე, შ.შ. თვალჭრელიძე, ა.კ. აფრიდონიძე, მ.დ. 2013. "ელექტრომემბრანული აპარატის არხებში გაყოფის პროცესის მათემატიკური მოდელი", კოლოიდურ ქიმიაში და ფიზიკო-ქიმიურ მექანიკაში IV საერთაშორისო კონფერენციის შრომების კრებული. მოსკოვი, რუსეთი, 2013;
რუხაძე, შ. ტოლმაჩევი, ვ. აფრიდონოიძე, მ. ხეცურიანი, გ. 2019. „ხაჭოს შრატის დემინერალიზაცია და ნეიტრალიზაცია ნანოფილტრაციის პროცესში“. აწსუ მოამბე, #2 (14), 2019: 35-44.
Suarez, E. 2006. „Partial demineralization of whey and milk ultrafiltration permeate by nanofiltration and pilot-plant scale“. Desalination. № 198, 2006: 274–281.
Roman, A. 2009. „Partial demineralization and concentration of acid whey by nanofiltration combined with diafiltration“. Desalination. № 241, 2009: 288–295.
Rukhadze, Sh. Kamkamidze, N. Gobejhvili L. Khazaradze N. 2018. „FRESHWATER SUPPLY FOR SHIPS DESALINATED BY METHOD OF ELECTRODIALYSIS“, International Scientific Journal Innovations, Year VI Issuse 3/2018, Sofia ISSN Print 2603-3763 ISSN Web 2603-3771, pp. 116-118.
Евдокимов И.А., Дыкало Н.Я., Пермяков А.В. 2009. Электродиализ молочной сыворотки: монография. Георгиевск: ГТИ (филиал) СевКавГТУ.
Донских, А.Н. 2010. „Технология творожной сыворотки: предпосылки к разработке / А.Н. Донских [и др.]“ Вестник СевКавГТУ. № 2 (23), 2010: 60–62.
Свитцов А.А. 2007. Введение в мембранные технологии. СПб.: ДеЛи Принт.
Тёпел А. 2012. Химия и физика молока. СПб.: Профессия.
Проверка адекватности регрессии. Критерий Фишера. 2021. Электронный ресурс. https://yandex.ru/video/search?filmId=1754966660358862942&text=определение%20критерия%20критерий%20фишера (дата обращения:01.03.2021).



