ტექსტილის ნარჩენების რეციკლირების პერსპექტივები
DOI:
https://doi.org/10.52340/atsu.2025.2.26.16საკვანძო სიტყვები:
ტექსტილის ნარჩენები, რეციკლირება, დაუგრეხავი ნართიანოტაცია
მსოფლიოში მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა ტექსტილური ნარჩენების შეგროვების, დახარისხების და შემდგომი გადამუშავების საკითხი. ტექსტილის ინდუსტრია პლანეტის მესამე უდიდეს დამაბინძურებლად დასახელდა სურსათისა და სამშენებლო ინდუსტრიის შემდეგ. საფეიქრო მრეწველობა, მისი გრძელი ტექნოლოგიური ჯაჭვების, წყლისა და ენერგორესურსების დიდი მოხმარების გამო, გლობალური სათბურის გაზების გამოყოფის დაახლოებით 10%-ს წარმოქმნის. ბუნებრივი და ქიმიური ბოჭკოებისაგან წარმოებულ საყოფაცხოვრებო და ტექნიკურ ტექსტილზე მზარდი მოთხოვნისა და არსებული რესურსების შეზღუდული მოცულობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ნედლეულის რაციონალური გამოყენება და ტექსტილის მასალების წარმოება რეციკლირებული ბოჭკოებისგან. ტექსტილის ნარჩენების შემცირების ერთერთ გზას ცირკულარული ეკონომიკაზე გადასვლა წარმოადგენს, რომლის მიზანია ნარჩენების მინიმიზაცია და რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. დართვის არატრადიციული ტექნოლოგიის (ბოჭკოთა შეწებვით ნართის ფორმირება) დანერგვა მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება ტექსტილის ნარჩენების რეციკლირების საქმეში, ვინაიდან ეს ტექნოლოგია ნებისმიერი სიგრძის ბოჭკოებისაგან ნართის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
წყაროები
ბაზლიძე, ნ., შუბითიძე, ე., ლობჟანიძე, გ. 2022. „საქართველო ცირკულა-რული ეკონომიკის განვითარების გზაზე – მიღწევები და გამოწვევე-ბი“. ISET ეკონომისტი 2022. https://iset-pi.ge/ka/blog/3169-saqartvelo-cirkularuli-ekonomikis-ganvitarebis-gzaze-mightsevebi-da-gamotsvevebi.
Bobkowicz, E. 1971. „The Bobtex Yarn-Making Technology: Its Future and Implications”. 1971. https://journals.sagepub.com/doi/abs/10.1177/0040517 57104100909?justLogout=success
Circular Economy Action Plan. 2020. https://environment.ec.europa.eu/ strategy/circular-economy-action-plan_en.
Juanda-Labayen, J.P. 2022. „A review on Textile Recycling Practices and Challenges“. Textiles, 2022, 2, 174–188. https://www.whitecycle-project.eu/news/a-review-on-textile-recycling-practices-and-challenges
Moseshvili, T., Tvalchrelidze, A., Savchuk, P. 2013. „The Mathematical Model of Strength of Yarn With Discret Parallel Fibers“. Pro-Futuro Oswiata I nauka bez granic 2013: 74-78. https://www.ceeol.com/search/article-detail?id=622390.
Mehrdad, Seifali, Abbas-Abadi. 2025. „Advancing Textile Waste Recycling: Challenges and Opportunities Across Polymer and Non-Polymer Fiber Types“. Polymers 2025, 17 (5), 628; https://doi.org/10.3390/polym17050 628.
Мосешвили, Т.В. 2022. „Глобальные проблемы переработки текстильных отходов“. ნოვაცია. ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი, N30 2022.20-28.
Мосешвили, Тамара.1 986. Разработка технологии произодства бескруточной пряжи из химических волокон и их смесей. დისერტა-ცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი.
Мосешвили, Т. 2013. „Исследование структуры бескруточной пряжи“. Сборник известий - Национальная академия наук Азербайджана, Гянджинское отделение. 2013: 145-149.



